"დინამო" 18 აგვისტოს თბილისში ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში იყიდება და მათი ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.
- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ, ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
"ეს პარადოქსია, რადგან ერთი წლის წინ, როდესაც "სპარტაკ ტრნავას" ვწვრთნიდი, მაშინაც სწორედ პაოკ-ის წინააღმდეგ მომიხდა თამაში.
კარგად ვიცნობ მეტოქეს - ის
ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, ისევე, როგორც ზაგრების "დინამოს", მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მობილიზებულნი ვართ და საკმაოდ რთულ თამაშს ვპირდებით მოწინააღმდეგეს...
ნიკოლოზ გელაშვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო. მას ვესაუბრე და როგორც მითხრა, ეს მისი მაქსიმუმია, ამიტომ "დინამოში" ვეღარ ითამაშებს. ლადო დვალიშვილმა ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ხვალ ითამაშოს, თუმცა ეს ჯერაც გადაწყვეტილი არაა.
შპიჩიჩი ტრავმირებულია. დავხედავთ დღეს კიდევ ვარჯიშზე, ვნახოთ, როგორ იქნება. ტრავმირებულია კურიეც... თუმცა "დინამოში" მხოლოდ კურიე და შპიჩიჩი არ თამაშობენ, კარგი ქართველი ფეხბურთელებიც გვყავს და ისინიც შეძლებენ თამაშს. არ გამოვრიცხავ მათე ცინცაძის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. მას აქამდე ტრავმა ჰქონდა და მცირე დრო ამიტომ ეძლეოდა. ჩემპიონატის პირველ ორ ტურში საკმაოდ კარგად გამოაჩინა თავი და შესაძლოა, ძირითადში დაიწყოს ხვალ.
მძიმე მდგომარეობა გვაქვს თავდასხმის ხაზში, თუმცა რომელიმე ფორვარდის შეძენაზე არ გვიზრუნია. ამ სეზონს იმ ფეხბურთელებით ჩავატარებთ, ვინც ახლაა გუნდში. ვერ ვხედავ ახალი ფორვარდების საჭიროებას!
ტრანსფერებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ყველა ნაყიდმა ლეგიონერმა ტრავმა მიიღო - კურიემ უკვე მეორედ. მთლიანობაში, სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ", - განაცხადა იარაბეკმა.
ან ძაან დაბნეულია, ან...
თან ჯოჯოხეთის მოწყობის ხასიათზეც ვერა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD