იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

AutoSharing Option
დღეს, 17 აგვისტოს, "დინამო არენის" მედიადარბაზში თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ევროპალიგის პლეი ოფის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"დინამო" 18 აგვისტოს თბილისში ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთები "დინამო არენის" სალაროებში იყიდება და მათი ფასი 5 და 10 ლარს შეადგენს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ, ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..

"ეს პარადოქსია, რადგან ერთი წლის წინ, როდესაც "სპარტაკ ტრნავას" ვწვრთნიდი, მაშინაც სწორედ პაოკ-ის წინააღმდეგ მომიხდა თამაში.

კარგად ვიცნობ მეტოქეს - ის
საკმაოდ კარგი გუნდია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი ევროპალიგაზე ამსტერდამის "აიაქსთან" დამარცხების შემდეგ მოხვდნენ. მათ დიდი მიზნები აქვთ - ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა სურთ, თუმცა ჩვენი მიზანიც იგივეა.

ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, ისევე, როგორც ზაგრების "დინამოს", მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. მობილიზებულნი ვართ და საკმაოდ რთულ თამაშს ვპირდებით მოწინააღმდეგეს...

ნიკოლოზ გელაშვილი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო. მას ვესაუბრე და როგორც მითხრა, ეს მისი მაქსიმუმია, ამიტომ "დინამოში" ვეღარ ითამაშებს. ლადო დვალიშვილმა ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ხვალ ითამაშოს, თუმცა ეს ჯერაც გადაწყვეტილი არაა.

შპიჩიჩი ტრავმირებულია. დავხედავთ დღეს კიდევ ვარჯიშზე, ვნახოთ, როგორ იქნება. ტრავმირებულია კურიეც... თუმცა "დინამოში" მხოლოდ კურიე და შპიჩიჩი არ თამაშობენ, კარგი ქართველი ფეხბურთელებიც გვყავს და ისინიც შეძლებენ თამაშს. არ გამოვრიცხავ მათე ცინცაძის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას. მას აქამდე ტრავმა ჰქონდა და მცირე დრო ამიტომ ეძლეოდა. ჩემპიონატის პირველ ორ ტურში საკმაოდ კარგად გამოაჩინა თავი და შესაძლოა, ძირითადში დაიწყოს ხვალ.

მძიმე მდგომარეობა გვაქვს თავდასხმის ხაზში, თუმცა რომელიმე ფორვარდის შეძენაზე არ გვიზრუნია. ამ სეზონს იმ ფეხბურთელებით ჩავატარებთ, ვინც ახლაა გუნდში. ვერ ვხედავ ახალი ფორვარდების საჭიროებას!

ტრანსფერებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ყველა ნაყიდმა ლეგიონერმა ტრავმა მიიღო - კურიემ უკვე მეორედ. მთლიანობაში, სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ", - განაცხადა იარაბეკმა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
Sad naxulobs fifia am ovalurebc?:))
Tazo
18 აგვისტო 2016 18:33
0
ეს კაცი მემგონი მთლად დალაგებული ვერაა :) სამწუხაროდ
eex
18 აგვისტო 2016 12:06
0
ზუსტი თარგმანია?!
ან ძაან დაბნეულია, ან...
გიორგი
18 აგვისტო 2016 11:09
0
ტორპედოშიც ტრანსფერი კი არა, კოსმეტიკა ჩატარდა.
გოჩა
18 აგვისტო 2016 11:02
0
ხოოოო,კარგ" განწყობაზეა ჩვენი მწვრთნელი :) ბავშვობაში ეგეთებს ,ფახისტებს" ვუძახდით :)
misho
18 აგვისტო 2016 10:34
0
ყველაფრით უკმაყოფილოა საკუთარი თავის გარდა :D :D :D :D

თან ჯოჯოხეთის მოწყობის ხასიათზეც ვერა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
giga
18 აგვისტო 2016 09:32
0
სატრანსფერო პოლიტიტიკით ჩვენც უკმაყოფილო ვართ - შენნაირი მწვრთნელი რომ მოიყვანეს!!!!!!!!
lasha
18 აგვისტო 2016 09:25
0
რა ტყუილად ვაგებთ ხოლმე ციხე კოშკებს? ხალხნო გჯერათ ვინმეს რომ დინამო გავა ჯგუფურზე?რა სისულელეა?პაოკი სამი-ოთხჯერ ზევით მაინც დგას ჩვენზე ზევით და რა ქვეჯგუფებზეა ლაპარაკი?ეს მწვრთნელიც მთლად ვერაა თავის მატორზე,...????
თავადი
18 აგვისტო 2016 04:59
0
ეს კაცი მემგონი გვეკაიფება გუნდს ერთი ფორვარდი შემორჩა ეს კი ამბობს ფორვარდი არ გვჭირდებაო.საწყალი პაპუნაშვილი მას დაეკისრება ხვალ უდიდესი პასუხისმგებლობა,წარმატებები მას და საერთოდ მტელ დინამოს.
bero
17 აგვისტო 2016 23:14
0
ვაწაძე რატომ არ დაიმატეს?
bavaria
17 აგვისტო 2016 23:01
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული