ჯაბა ჯიღაური: აგრესიულობა - სწორედ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების საწინდარი!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა ევროპალიგის პლეი ოფის მატჩის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს "დინამო" ხვალ ბერძნული პაოკ-ის წინააღმდეგ შინ გამართავს.

- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!

"ყველამ ვიცით, რომ პაოკ-ი საბერძნეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

ყველანაირად ვეცადეთ, შეგვესწავლებინა ის და ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ფეხბურთელებიც კარგ ფორმაში ვართ. აგრესიულობა გვმართებს. ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების საწინდარი სწორედ ეს იქნება.

გულშემატკივრებს მოსვლასა და "დინამოს" გულშემატკივრობას ვთხოვ, რადგან ეს ძალიან დაგვეხმარება", - განაცხადა ჯიღაურმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯაბას დიდ პატივს ვცემ, მჯერა თავს არ დაზოგავს, მაგრამ მინდა მოკრძალებით ერთი "პატარა" რჩევა მივცე: როცა დასარტყმელია, დაარტყი... ბურთის გასწორებას, სასურველ ფეხზე გადატან-გადმოტანას, დამიზნებას და ამგვარ რაღაცეებს "პაოკი" არ დაგაცდის შვილო, ეს ქართული გუნდები არ გეგონოს, "ფეხს მოგაჭამენ", მითუმეტეს, მხედველობაში თუ მივიღებთ ბერძნების "ნაგლობას". მითუმეტეს სავიდი უკვე შეპირდა სოლიდურ პრემიებს "დინამოს" გამოთიშისთვის. არ ევასება ამ კაცს სა1ქართველო და ქართველები და რა ქნას. ისე ეს თქვენთვისაც უნდა იყოს სტიმულის მომცემი, რომ ეს ბოღმა კაცი გაამწაროთ. მიდით თავი არ დაზოგოთ.
levani kaxeti
13:33 18-08-2016
0
ჯ.ჯ.-"ყველანაირად ვეცადეთ, შეგვესწავლებინა ის და ხვალ ბოლომდე ვიბრძოლებთ" ქართულზე გეტყობათ რისი გამკეთებლებიც ხართ.
giorgi
12:51 18-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული