ევროპალიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ბერძნული კლუბი ხვალ "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.
- [ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
- ჩვენ და ბერძნები: იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი!..
- იურაი იარაბეკი: სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ვარ!
"ეს მატჩი ბევრად განსხვავდება იმისგან, რაც "აიაქსთან" იყო. განსხვავებაში სხვა შემადგენლობას ვგულისხმობ. თუმცა მიზანი იგივეა - გამარჯვება. ვეცდებით ამჯერზე მოვახერხოთ ის, რაც ვერ მოვახერხეთ
არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც რაიმესი ეშინია. დიახ, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ არაფრის მეშინია!
შანსებს 50-50-ზე ვაფასებ. გასათვალისწინებელია, რომ "დინამოში" 7 ფეხბურთელი თამაშობს, ვინც ძალიან გამოცდილია და სულ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრების მაისურით ესპანეთი დაამარცხეს.
ჩემი ფეხბურთელებისგან რწმენას და მეტოქეთა გუნდის პატივისცემას ვითხოვ. თუ მეტოქეს პატივს არ სცემენ, აუცილებლად დამარცხდებიან. აქ სრული, 22-კაციანი შემადგენლობით ჩამოვედით. უფლის წყალობით, ვინც 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა, ტრავმირებული არაა", - განაცხადა მწვრთნელმა.