იურაი იარაბეკი: ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა...

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის საპასუხო მატჩს დინამოელები ხვალ სალონიკში პაოკ-ის წინააღმდეგ გამართავენ. პირველი მატჩი თბილისელებმა საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დათმეს. ქართულ და ბერძნულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- პაოკ-ი VS დინამო (თბ) - პრესტიჟისა და ღირსებისთვის, რევოლუციამდე...

"სამწუხაროდ, იმ თამაშის ჩვენება, რომლისაც თბილისში გვსურდა, არ გამოგვივიდა. ანგარიშიც მასპინძელთა უპირატესობაზე მეტყველებს...

ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ჩვენ აქ კარგი
ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით და ხვალ სწორედ კარგი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით. ჩვენი მიზანი 3 გოლის გატანა და დამატებითი დროა, თუმცა დაცვასაც უნდა მივხედოთ - მეტოქე კარგი გუნდია და კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს. ვეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც თბილისში გამართული მატჩის პირველი ტაიმი - იქ პაოკ-მა მეორე ტაიმში გვაჯობა!

ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი", - ციტირებს "დინამოს" თავკაცს ბერძნული sport24.gr.
მკითხველის კომენტარები / 72 /
1-4 s movigebt xalxno uechveli info maq amtamashis sa magar kushs velodebi!!!
MOVIGEBT
25 აგვისტო 2016 15:00
0
მდააა,მძიმე სურათია.
თუ დინამო კარის ჩარჩოში სამჯერ ზუსტად დაარტყავს,ვიტყვი,რომ დინამომ შეტევაში საკმაოდ კარგად ითამაშა,მაგრამ დაცვა?დაცვას რაღას უშვრებით?ჯგუფისათვის რენეც კი სუსტია და სხვა ლეგიონერებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
სოსო
25 აგვისტო 2016 14:08
0
ეგ კაცი ფსიქიატრთან წაიყვანეთ რაღაც ვერ არის დალაგებული! ან მასხარათ გვიგდებს,
დაახვეინეთ რა უნდათ შეშლილებს დინამოში! უბრალოდ საიდანაც მოხვედი დაახვიე რა სადა გვაქვს შენი კაიფის ნერვები!!!
Gocha Juve
25 აგვისტო 2016 13:45
0
დამატებითი დროის და ნერვიულობის თავი სად მაქვს, ამიტომ 4 გოლი უნდა გაიტანოთ :D:D:D
musenbazi
25 აგვისტო 2016 13:23
0
ეეჰ! იურაი... "ჰიპი"! კონცერტს გვთავაზობ?!
ნეო
25 აგვისტო 2016 13:21
0
დაგვცინის ჯიგარი,აბა იუმორს არ გავს მაგის სიტყვები
ალეკსანდრე
25 აგვისტო 2016 13:20
0
სამი გოლის გატანას აპირებენ ? ეს კაცი ფსიქიატრს რომ გაასანჯოს ფიფიამ ჯობია და საერთოდ ამ მწვრთნელებს რომ ნიშნავთ ჯერ ფსიხო მოატანინეთ და მერე დანიშნეთ
zmo
25 აგვისტო 2016 13:10
0
ერთი ვერ გამიგია და არა მარტო ჩენი აზრია ეს,კარგ ქართველ მწვრთვნელებს არ ვენდობით-გეგუჩაძე,ცხადაძე დათუ გინდ ძოძუაშვილი. ერთი აჩვენეთ საქართველო-იტალიის 2000 წლის შეხვედრის პირველი ტაიმი იტალიაში ჩატარებული. იქ არჩეული ტაქტიკა და ჩვენების გააზრებული და ასეთი გაბითურებული იტალია მე არ მახსენდება. და ქველამ იცის ეს ძოძუაშვილის დამსახურებაა.მოკლედ შეეშვით ამ ფულების ყრას და აცადეთ ქართველებს...
ჯონი
25 აგვისტო 2016 13:04
0
ამ დინამოს იარაბეკი კი არა ემე ჯაკე და ფერგიუსონი რო დაუნიშნო მწვრთნელად მაინც ვერაფერს ვიზავტ. მეტი პინანსები და კარგი ფეხბურთელებია საჭირო ბატონო რომან ფიფია. ასეა ეს..
kaxa
25 აგვისტო 2016 12:11
0
ბატონო რომან ჩვენი მწვრთნელი იური ავადაა, იქნებ მიგვეყვანა საჭირო ადგილას?
ინასა
25 აგვისტო 2016 11:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული