09:39 26-08-2016
პაოკ-ი-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]
AutoSharing Option
"დინამოს" ამ შეხვედრაში დააკლდნენ გუნდიდან წასული მარტინიკელი მატიას კურიე და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური.
რა თქმა უნდა, ეს საწყენია, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც - გასაგები. "დინამოში" ბევრი რამ გაკეთდა არასწორად და შედეგიც შესაბამისია.
ახლა ჯერი რომან ფიფიაზეა - დიდი ალბათობით, ის რადიკალურ ცვლილებებს არ მოერიდება და სწორედაც რომ ცვლილებების დროა, ოღონდ - ზუსტად გააზრებული ცვლილებების, თორემ მსგავსი რევოლუცია აქამდეც ბევრი გვინახავს და ამ რევოლუციებს, სამწუხაროდ, "დინამოს" გაბრწყინება არ მოჰყოლია. ვფიქრობთ, იურაი იარაბეკმა "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
- თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის
გაუგებარია, რატომ თქვა იარაბეკმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, რომ მისი გუნდი სალონიკიში 3 გოლის გასატანად ჩავიდა. მაქსიმალიზმი კარგია, მაგრამ იარაბეკმა აშკარად გადაამლაშა - თუ სამის გატანა უნდოდა, "დინამო არენა" აგერ არ იყო?! ფაქტია, მწვრთნელი უნდა ერიდოს ასეთ არასერიოზულ განცხადებებს...
...თამაში ქართველთათვის ძალიან ცუდად დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე კაპევერდელმა გაი როდრიგესმა, ვისაც საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს, ქართველთა კარი აიღო. აფრიკელს ასისტენტობა პერეირამ გაუწია.
ამის შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა თამაშის გამოცოცხლება სცადა, თუმცა გიორგი პაპუნაშვილმა ბერძენთა კარს ააცილა. თამაში გათანაბრდა. ჩანდა, რომ პაოკ-მა შეასრულა ამოცანა, გაიტანა რა სწრაფი გოლი.
ეს იყო და, მასპინძელთა ანგოლელ ლეგიონერ ჯალმას შეექმნა შესანიშნავი შანსი, რომელიც ვერ გამოიყენა. 26-ე წუთზე უკვე ბერძენთა უკრაინელი ლეგიონერი, შახოვი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.
27-ე წუთზე "დინამომ" ტაიმში ყველაზე მწვავე მომენტი შექმნა. გოლის გატანასთან ახლოს იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი, მაგრამ ამ ეპიზოდში შესანიშნავად გაისარჯა ბერძენთა კარის დარაჯი.
35-ე წუთზე პაოკ-ის კარის მიმართულებით სახიფათოდ უტყამდა გიორგი პაპუნაშვილი - ბურთი ასცდა გლიკოსის კარს. 44-ე წუთზე რენე ფერეირამ საჯარიმოში როდრიგესი წააქცია. ჯალმას მიერ დარტყმული 11-მეტრიანი ანტონი სკრიბემ მოიგერია.
45-ე წუთზე პერეირამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. ამჯერად, მან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელ ცაველასს გაატანინა. ეს იყო და ტაიმიც მორჩა.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი ისევ ბერძნებისა იყო. უზომოდ აქტიური პერეირას მიერ დარტყმული ბურთი სცრიბემ მოიგერია.
67-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილს სახიფათოდ დარტყმული აუცდა. ეს იყო და, მიკელ ალვაროს ბერძენთა მეკარე გლიკოსმა არ გაატანინა.
თამაშის ბოლოს კიდევ ერთხელ გადავრჩით. ამჯერად შეცვლაზე შესულმა ვარელამ დაგვინდო. იქვე თამაშიც დასრულდა.
მას ასე, ჩვენთვის ევროთასები დასრულებულია. ახლა ჯერი "დინამოს" ხელმძღვანელობაზეა. სწორი პოლიტიკით გუნდი სწორად უნდა მოემზადოს ევროთასებისთვის და გამოირიცხოს ის შეცდომები, რომლებიც მრავლად დაუშვეს კლუბში. ახლა მთავარია, რას იტყვის კლუბის პრეზიდენტი.
რომან ფიფიას უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. იმედია, მან იცის, სად არის დამარხული ძაღლის თავი...
ევროპალიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
25.08. სალონიკი. ტუმბა
პაოკ-ი-დინამო (თბ) 2:0
პირველი მატჩი 3:0
გოლები: 1:0 როდრიგესი (5), ცაველასი (45)
პაოკ-ი: გლიკოსი, მატოსი, ლეოვაცი (65. კიცუ), ჯალმა, პერეირა, კრესპო (76. ვარელა), ციმიროტი, როდრიგესი, შახოვი (57. ბისესვარი), ცაველასი, კანიასი.
სათადარიგოები: ბრკიჩი, ჩარიზისი, კულურისი, მისტაკოსი
მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი
დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე (74. ველევი), პარუნაშვილი, მიკელ ალვარო, კიტეიშვილი (62. ჭანტურიშვილი), პაპუნაშვილი, დვალიშვილი (77. მიქელთაძე).
სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, ჭელიძე, თევზაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: მიკელ ალვარო (39), დვალიშვილი (62), პარუნაშვილი (63)
არბიტრი: გ. ლეხნერი (ავსტრია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
საბავშვო ბაღია, მაგრამ დამნაშავე ჩვენი ეროვნული პირველობაა, როგორი ნიჭიერი თაობაც არ უნდა გვყავდეს ამ ბანძ ჩემპიონატში ვერავინ განვითარდება, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ პირველობა გაძლიერდეს ეს უნიჭო მწვრთნელები რომლებიც ვითომ მუშაობენ და სინამდვილეში კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლულები სასწრაფოთ მოსაცილებლებია არიან
0
0
მოგვაშორეთ ქართული ფეხბურთი და მივხედოთ სხვა სახეობებს, სადაც ნამდვილი კაცები თამაშობენ!!!
0
0
სად მარხია ძაღლის თავი? სად მარხია და ქართული ფეხბურთის დასაწყისში, თავში და გულში. ალბათ დადგა დრო რომ ბავშვები უფასოდ ავარჯიშონ,ჩამოშორდნენ ფეხბურთს უნამუსო, უგულო ფულის მკეთებელი წურბელები
0
0
ნუ კატასტროფაა როცა ალაშკერტის მერე ერთადერთ გოლსაც კი ვერ იტან....))) მეკარეს რაც შეეხება ეხლა ითამაშა მანდამაინც კარგად როცა საჭირო იყო ზაგრებთან მაშინ აეღო ბურთები..)))))
0
0
თამაში რატო არ აჩვენეს? ბოლო თამაში იყო ევროპაზე.
0
0
ეს ლოგო რა ეშმაკებია დინამოსი რატომ აქვთ რუსული დ ასო საპჭოთა კავშირია რომ აქვთ მკერდზე ეს რუსული ასო დ ან თქვენ დიმოს ფანებო რომ აფრიალებთ ამ დროშსას დიმოს ლოგოთინ ცოტა აზრზე მოდით რა შედეგი რის შედეგი თბილისის დინამოს ქართული დ ასოს ნაცვლად რუსული ანბანის ასო Д რომ ექნება ლოგოდ ის გუნდი არის არა მოღალათე ქველნის და ყველა ვიც ამ დინამოს ლოგოიან მაისურს ჩაიცვამს
0
0
გასაშვებია მენეჯმენტი სასწრაფოდ და მოსაყვანია უცხოეთიდან.
0
0
ამდენი ფული ოლიმპიურ სახეობებს რო დავახარჯოთ ათეულში შევალთ მედლებით _)
0
0
ეს მეკარე რო გაუშვან არა?
0
0
სკიბე ნახე რა ბურთები აუგია
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული