- პაოკ-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]
"როგორც გუშინ, გვიან ღამით ჩვენმა კოლეგა კობა ინასარიძემ გვაცნობა, იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
სხვათა შორის, უფრო ადრე, როცა "აქტობესთან" წაგების შემდეგ "დინამოდან" მიხალ ბილეკი გაუშვეს,
ფოტოზე: ლევან გვანცელაძე
იარაბეკის თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს" სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.
53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.
სხვებზე ნაკლები ფული მოითხოვადა ვერ აპატიეთ? ბოლო-ბოლო გასვლაზე 3:0-ს და დამატებით დროს დაგვპირდა. მერე რა რომ ვერც შეასრულებდა. ეგ გვიკვირს ქართველებს. სხვა ტყიული არასოდეს მოგვისმენია?! :)
ბოლო ბოლო ეს კაცი გვარს მაინც ამართლებს, აბა ყურადღებით დააკვირდით "იარა back" ანუ იარა უკანო.
ჰოდა რს ერჩი ფიფიავ ბატონო ამ კაცს, ჩვენ კიდე უკან სიარული გვინდოდა.
ფიფიავ ბატონო, მართლა დინამოს შველა თუ გინდა ისეთი მრჩეველი მოიძებნე ფეხბურთში ცოტათი მაონც რომ ერკვევა და ქვეყანა რომ უყვარს. კიდევ ვერ მიხვდი თავად რომ აშკარად არ იცი?!. ბურთს ჩვენც ვცნობთ მაგრამ ფეხბურთელობას კი არ ვიბრალებთ.
ისე ზოგიერთებს, რომ უხდით მაგ ხელფასზე მეც კარგად ვითამაშებ. 5 წუთს მეც კი ვირბენ, მეტი მაგენს მაინც არ შეუძლიათ და კარს კიდე 10 მეტრზე ნაკლებითაც ავაცილებ პრობლემა არაა, ბურთს მაინც მოვარტყამ ფეხს :).
მეგობრებო, ყველას ბოდიშს გიხდით, მაგრამ ისე ნასიამოვნები ვარ თამაშებით (მარტო დინამოს არ ვგულისხმობ) ვეღარ დამეტია გულში.