სხვათა შორის, შევიტყვეთ, რომ "სამტრედიის" ფორვარდით აზერბაიჯანელები, თურმე, ჯერ კიდევ მაისში დაინტერესდნენ, მაგრამ მაშინ 22 წლის ფორვარდმა კლუბის ინტერესები გაითვალისწინა, სარფიან წინადადებაზე უარი თქვა და საევროთასოდ "სამტრედიას" უერთგულა. არადა, ბედის ირონიით, "სამტრედიას" სწორედ "გაბალასთან" მოუწია დაპირისპირება და საპასუხო შეხვედრაში ზივზივაძემ გოლიც გაიტანა.
ამასობაში, "სამტრედიის" ფანები ზივზივაძის ტრანსფერს გამოეხმაურნენ:
"დიდი მადლობა, ბუდუ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისა და გუნდისთვის გააკეთე. ჩვენს გულებში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გიკავია! გული გვწყდება, განშორება რომ გვიწევს,
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ზივზივაძის შემცვლელად ნიკა გელაშვილი მოიაზრება. თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ახლა "სამტრედიაში" ვარჯიშობს, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოც" იწვევს და დღეს გაირკვევა, სად ითამაშებს 31 წლის თავდამსხმელი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ბუდუ არ მიდის და გელაშა არ რჩება :)