საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უეფას მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნების თემას გამოეხმაურა.

"მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 2016 წლის 14 სექტემბერს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ათენში დანიშნულ უეფას კონგრესზე აირჩევენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი აგვისტოს თვეში შეხვდნენ უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებს, გაეცნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, სამოქმედო სტრატეგიას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება და გვსურს, განვაცხადოთ, რომ
სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას, რადგან სრულად იზიარებს მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.

გვჯერა, რომ მისი ყველა აქტივობა ფეხბურთის ინტერესების შესაბამისი იქნება".
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა აზრები აქვს ასეთი 100% რომ იზიარებთ?
გიორგი გ.ლ.
07:59 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული