"მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 2016 წლის 14 სექტემბერს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ათენში დანიშნულ უეფას კონგრესზე აირჩევენ.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი აგვისტოს თვეში შეხვდნენ უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებს, გაეცნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, სამოქმედო სტრატეგიას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება და გვსურს, განვაცხადოთ, რომ
გვჯერა, რომ მისი ყველა აქტივობა ფეხბურთის ინტერესების შესაბამისი იქნება".