სამცხე-ჯავახეთიც არ დაივიწყეს - არველაძეების ფონდი "მესხეთს" დაეხმარა

AutoSharing Option
ახალციხის ფეხბურთის აკადემია "მესხეთი" საქართველოს მეორე ლიგის გათამაშების ცენტრალურ ზონაში თამაშობს. კლუბის დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძეა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტიც გახლავთ.

აკადემიის ძირითად გუნდში 28 ფეხბურთელი ირიცხება. მთავარი გუნდის გარდა, მაისურაძემ ხუთი ასაკობრივი (1999, 2001, 2003, 2005 და 2007) გუნდიც ჩამოაყალიბა, რომელთა გაწვრთნაში მას ადგილობრივი მწვრთნელები ეხმარებიან. ეს გუნდები ყოველდღე, ახალციხიდან 15 კილომეტრის მოშორებით არასტანდარტულ მოედანზე ვარჯიშობენ, ხოლო მეორე ლიგის "მესხეთი" საშინაო მატჩებს ახალციხის ცენტრალურ მოედანზე ატარებს.

"მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, სოციალური პროექტის ფარგლებში, ძმები არველაძეების ფონდის ხელმძღვანელების
გადაწყვეტილებით, "მესხეთს" სრული საფეხბურთო ინვენტარი, ბურთები, სავარჯიშო და სათამაშო ფორმები გადაეცა. ეს ჩვენი ფონდის მხრიდან არ იქნება ერთჯერადი დახმარება, რომელსაც "მესხეთს" გავუწევთ. უშუალოდ ფეხბურთის აკადემიის დახმარების გარდა, ფონდი სამცხე-ჯავახეთში, პროექტ "საფეხბურთო თერაპიის" ფარგლებში, საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებას გეგმავს", - წერია "ფონდი არველაძის" განცხადებაში.

მესხეთის მთავარი მწვრთნელი გელა მაისურაძე ფონდისადმი მადლიერებას გამოხატავს: "ეს დახმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გუნდის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარი გვაქვს, მაგრამ დახმარება არაერთი მიმართულებით გვესაჭიროება. 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საფეხბურთო აკადემია დავაარსეთ. "ფონდი არველაძე" პირველია, ვინც ჩვენი დახმარებისა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ღიად გამოთქვა და მინდა, მხარდაჭერისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ო აი ვისი იდეა მოუპარია იუვეს როგორ ვერ ვიტან ეს ვიღაც იტალიელები რომ გვბაძავენ რა თავის ფაანტაზია არ გააჩნიათ?!!))))
svani
23:43 15-09-2016
0
იუვენტუსის გერბია ერთი ერთში აატ... პლაგიატებო დდ:
azurini
16:14 15-09-2016
0

სიახლეები პოპულარული