ჯაბა ჯიღაური: რომის "ლაციო"? დეკემბრის შემდეგ გავიგებთ...

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ მედიაში (allsport.ge) გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველით ჯაბა ჯიღაურით იტალიური სერია A-ს კლუბი რომის "ლაციო" დაინტერესდა, sportall.ge-სთან კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

ჯიღაურმა "ლაციოს" ინტერესის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

"რომის "ლაციო"? ჯერ არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვით... მე "დინამოს" ფეხბურთელი ვარ, კლუბთან კონტრაქტი კი დეკემბრამდე მაკავშირებს. მომავალში რა და როგორ იქნება, ერთად გავიგებთ...", - თქვა ჯაბამ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე გამიხარდება ეს ბიჭი თუ კარგ გუნდში ითამაშებს,მაგრამ ერთი კი ნაღდი ვიცი რო თქვენი გამოსწორება არ იქნება
0
ვის რად უნდა თუ ძმა ხარ იტალიაში. ვინც იქ არიან ისინიც არ უნდათ და ვერც გაუსხვისებიათ.
okribeli
19:50 17-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული