ანდრეი შევჩენკომ თავისი თაობის სიმბოლურ ნაკრებში კახა კალაძე არ შეიყვანა

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს, რომელიც კიევის "დინამოსა" და "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო, ახლახან მისი თაობის ვარსკვლავთა სიმბოლური ნაკრების შედგენა სთხოვეს. შევჩენკოს რჩეულთა შორის ის ვარსკვლავები უნდა შეეყვანა, რომლებთან ერთადაც ერთ გუნდში ან წინააღმდეგ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ვერც შევჩენკოს რჩეულ 11 ფეხბურთელს შორის მოხვდა და ვერც - სათადარიგოებში.

ანდრეი შევჩენკოს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი.
მცველები: კაფუ, ჯონ ტერი, ალესანდრო ნესტა, პაოლო მალდინი.
ნახევარმცველები: კაკა, სტივენ ჯერარდი, ზინედინ ზიდანი, ლიონელ მესი.
თავდამსხმელები: რონალდო,
უეინ რუნი.

სათადარიგოები: პეტრ ჩეხი, კარლეს პუიოლი, მიხაელ ბალაკი, ფრენკ ლემპარდი, ანდრეა პირლო, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო.

მომზადებულია fourfourtwo.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 39 /
კანავარო ნესტაზე და ტერიზე დიდი დამცველი იყო, რობერტო კარლოსი სულ მცირე სათადარიგოს მაინც იმსახურებს. ისე სიმბოლურის შედგენა ძალიან რთული და უმადური საქმეა.
ზურა
04 ოქტომბერი 2016 19:05
0
კალაძეს გვერდზე ნესტა, მალდინი და კაფუ ედგა, ამიტომ ჩანდა მაგარ მცველად თორემ მაშინდელ მცველებში ერთი ნორმალური მცველი იყო ასე რომ ნუ გიკვირთ შევას საქციელი...
gigi
04 ოქტომბერი 2016 18:53
0
ისე რომ ვთქვათ ინიესტაც არაა....
არჩილ ხოფერია
04 ოქტომბერი 2016 18:43
0
რათქმაუნდა არ შეიყვანს რა კალაძე შეხედე რა სახელი და გვარები წერია :დდ ))))))))))))))))))))))))))))))))!!!!!!!!!!!!!
svani
04 ოქტომბერი 2016 18:32
0
სათადარიგოებშიც არ შეიყვანა
აჰაჰა
04 ოქტომბერი 2016 18:29
0
ჰო, "მართალი" ხარ, მესიც "პოლუზაშჩიტნიკია"! რუნის "პოზიციებიც" ფლანგზეა, ოღონდ რომელ მხარეს? თქვენი გულის ტკენა არ მინდა, მარა... კაი, რა შე კაი კაცო! არაა აუცილებელი პასუხები და არაკომპეტენტურობის გასაჯაროება... )))))
GIGI-ს
04 ოქტომბერი 2016 18:11
0
არავის არ შეყავს დიდებული ალესანდრო დელ პიერო, მაგრამ ნებისმიერ გუნდა დაამშვენებდა დედამიწის ზურგზე პინტურიკიო.
ნწ ნწ ნწ
04 ოქტომბერი 2016 18:03
0
ტერის და პუიოლს ნაღდად ჯობდა კალა, რუნიც მაგრად გამიკვირდა როცა არსებობს ტოტი და დელ პიერო
123
04 ოქტომბერი 2016 17:33
0
საკმაოდ რეალური სიმბოლური ნაკრებია. რუნი ქრისტიანუს მაგივრად არ შეუყვანია, რადგან სხვადასხვა პოზიციებზე ტამაშობდნენ.
GIGI
04 ოქტომბერი 2016 17:23
0
არა და მართლა მალდინის ამოაგდებდა ნესტას თუ კაფუს...:)))
daTo
04 ოქტომბერი 2016 17:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული