"დინამოს" მწვრთნელობის კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს სათასო მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი დღეს საქართველოს დედაქალაქში "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრება, რომელიც "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

გროზნი მოლაპარაკებებს გამართავს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთან, თუმცა ამ მომენტისთვის მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის.

60 წლის უკრაინელი მწვრთნელი ბოლოს უკრაინულ "ჰოვერლას" წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ხელმძღვანელობდა "ნივას", "დნიპროს", "სპარტაკს", "ლევსკის", კიევის "არსენალს", ზაპოროჟიეს "მეტალურგს", "ტერეკსა" და "ტობოლს".

შეგახსენებთ, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ამჟამად თამაზ სამხარაძე ასრულებს. ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურა
განიხილება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი ქართველი მწვრთნელიც განთავისუფლად ეხლა,განსახილველ კანდიდატებს შორის ხომ არ შეგვეყვანა
soso
19 ოქტომბერი 2016 11:55
0
თბილისის "დინამოსთვის" მწვრთნელების საუკეთესო ვარიანტია დამსახურებული "დინამოელების" ჩივაძე-გუცაევის ტანდემი ახალგაზრდა თანაშემწეებით. ჩივაძე-გუცაევი დაუბრუნებენ "დინამოს" ჩვეულ სათამაშო სტილს და მაყურებელს. დღეს "დინამო" მხოლოდ ფორმით გამოირჩევა სხვა გუნდებისაგან და ამიტომაც არის ცარიელი "დინამოს" სტადიონი...
tngh
19 ოქტომბერი 2016 11:29
0

სიახლეები პოპულარული