ცხადაძე: ვთქვი, თბილისის "დინამოს" მცველი მეორე ტაიმს ვეღარ ითამაშებს-მეთქი და ასეც მოხდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელა კახა ცხადაძემ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამოსა" და ალმათის "ქაირათის" დაპირისპირება შეაფასა. შეგახსენებთ, რომ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ", საშინაო მარცხის (0:3) კვალად, გასვლაზეც წააგო ალმათის "ქაირათთან" - 1:5.

- U19. ქაირათი-დინამო (თბ) 5:1 - ყაზახეთშიც არ დაგვაკლეს...

"პირველ რიგში, "ქაირათს" ვულოცავ ბრწყინვალე შედეგს. გუნდმა ორივე მატჩი ღირსეულად ჩაატარა და დამსახურებულადაც იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ "ქაირათმა" "დინამოს" როგორც გუნდური თამაშით, ისე ფიზიკური მომზადებითაც აჯობა. ვნახე თბილისში გამართული მატჩიც - 65-ე წუთის შემდეგ "ქაირათი" ბევრად ძლიერად
გამოიყურებოდა.

"დინამოს" რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. გამოვარჩევდი 10, 11 ნომრებს... ასევე მარცხენა მცველს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, გიორგი ჩიხრაძესთან ერთად ვუყურებდი თამაშს და მას ვუთხარი, მეორე ტაიმს ვეღარ ითამაშებს-მეთქი ეს ბიჭი და თქვენ თავადაც ნახეთ, რომ მე-60 წუთზე ის შეცვალეს", - განაცხადა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დგეს გავიგე ფიფია ბარსელონას უნდაო მენეჯერად მარტალია ნეტავ
soso
23:45 22-10-2016
0
დგეს გავიგე ფიფია ბარსელონას უნდაო მენეჯერად მარტალია ნეტავ
soso
23:43 22-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული