U19. ქაირათი-დინამო (თბ) 5:1 - ყაზახეთშიც არ დაგვაკლეს...

AutoSharing Option
ფოტოზე: ახალგაზრდა დინამოელები ასტანის რეისს ორი დღე ელოდნენ
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თბილისის "დინამომ", საშინაო მარცხის (0:3) კვალად, გასვლაზეც წააგო ალმათის "ქაირათთან" - 1:5.

- U19. დინამო-ქაირათი 0:3 - დავრწმუნდით, რომ... [VIDEO]

მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც. დინამოელებს ვერც იმით გავამართლებთ, რომ კლიმატური პირობების მიზეზით გამოწვეული ავიაშეფერხების გამო, ყაზახეთის დედაქალაქში თამაშის დღეს ჩავიდნენ. ალბათ, მეტწილად, სწორედ ამას უნდა მივაწეროთ ასე უსუსურად ჩატარებული მატჩის ბოლო მონაკვეთი, მაგრამ არც ეს არის ალიბი, რადგან ყველას გვახსოვს თბილისური მატჩი, როცა "ქაირათმა" კარგად ორგანიზებული და გააზრებული თამაში
დაგვიპირისპირა.

არადა, გუშინ "დინამოსთვის" ყველაფერი კარგად დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში მასპინძლებს გიორგი ჩაკვეტაძემ გაუტანა, მაგრამ მერე ყაზახებმა მოუმატეს, მეორე ტაიმში კი მინდორზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში მაგრად შევრცხვით - გავიტანე 1 და გავუშვით 8(!) გოლი.

არადა, ამ გუნდის ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრია, რამდენიმე კი უკვე მთავარი "დინამოს" კარზე აკაკუნებს...

უეფას ახალგაზრდული ლიგა. საპასუხო მატჩი
19.10. ალმათი
U19. ქაირათი-დინამო 5:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (7), 1:1 ბახტიაროვი (53), 2:1 კოტოვი (71), 3:1 სოლტანოვი (80), 4:1 პოპოვი (87), 5:1 ორაზოვი (90)
ქაირათი: გრუბოვი, კასიმი, კიბირაი, კოტოვი (80. პოპოვი), ორაზოვი, ევსეევი (89. ჯაფარული), არტიუშენკო, სოლტანოვი, ჟუჟბაი (75. ადაჰაჯიევი), ბახტიაროვი, აიტორე.
სათადარიგოები: ოტეშევი, ნურბაევი, სუნიოვი, ოლეინიკი
მწვრთნელი: სერგეი ლაბოდოვსკი
დინამო: ბულესკირია, ლოჩოშვილი, კობოური (86. ქავთარაძე), ნინუა, კიკალიშვილი, ზარია, ყურაშვილი, კუცია (59. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ძაგოევი, გოგილაშვილი (66. ხარაბაძე).
სათადარიგოები: ისიანი, სილაგაძე, ფოჩხუა, კაპანაძე
მწვრთნელი: ლევან გვანცელაძე
გაფრთხილება: ბახტიაროვი - ჩაკვეტაძე, ლოჩოშვილი, ძაგოევი, ისიანი
არბიტრი: მ. ვილკოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს კატასტროფაა!!
აკადემიის იმედი გვქონდა დინამოს გულშემატკივრებს. ეს არის შედეგი ნეპოტიზმის და არაკომპეტენტური მწვრთნელების. ესეც ჩვენი სანაქებო გვანცელაძე.. ეს მარაზმია! მესმის ბარსელონას, აიაქსის ან პორტუს აკადემიას შევხვედროდით..
Georgian
01:54 22-10-2016
0
გვანცელაცე არაა ცუგი მწვრტნელი..აქ მხოლოდ მწვრტნელები ლანცხავენ მას,,ალბატ დინამოსი უნდოდატ ან გააგდეს დინამოდან და ამიტომ არიან დაბოხმილები
andria
17:19 21-10-2016
0

სიახლეები პოპულარული