U19. ოთხთა ტურნირი: ჰოლანდია და საფრანგეთი დაზავდნენ

AutoSharing Option
9 ნოემბერს საქართველოში მიმდინარე "ოთხთა ტურნირის" პირველი მატჩი გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა შეხვედრა ჩატარდა.

თამაში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თავიდან დაწინაურება ჰოლანდიელებმა შეძლეს, შემდეგ კი ფრანგებმა მცველის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენებმა კი წააგეს 0-3 ესპანელებთან,უფრო სწორად საძმაკაცოთა ნაკრებმა წააგო.ზუგდიდის19 წლამდელები პირველ ადგილზე არიან თავიანთ ჯგუფში და დავიჯეროთ იქ ერთი ორი ბიჭი არ ურევია აქ მოთამაშეთა უკეთესი? ყიფიანი მოაშორეთ ამ ნაკრებს დროულად.
თენგო
17:14 09-11-2016
0
ნუ წუწუნებ, ფეხბურტის ფედერაციის ვებ გვერძეა ტამაში, მაგრამ სანახავიც არაფერია 0-3აგებენ
ალეკსანდრე
16:32 09-11-2016
0

სიახლეები პოპულარული