U17. თბილისის "დინამომ" "ზენიტი" არ დაინდო [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აკადემიის 17-წლამდელთა გუნდმა "შერიფი 2016"-ის თასზე ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

"შერიფი 2016"-ის თასში სულ 6 გუნდი მონაწილეობდა: თბილისის "დინამო", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი", ყაზახეთის ნაკრები, კიევის "დინამო", კონსტანცას "ვიიტორული" და ტირასპოლის "შერიფი".

თბილისის "დინამო" ჯგუფში კიევის "დინამოსთან" და კონსტანცას "ვიიტორულთან" ერთად იყო. დინამოელებმა "ვიიტორულს" ანგარიშით 2:0 მოუგეს, ხოლო უკრაინელებთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ამით ქართველებმა მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს.

U17. ზენიტი-დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 ბაბუნაძე (28), 0:2 კვარაცხელია
(40+1), 0:3 გოგრიჭიანი (74)

მამარდაშვილი (თვალოძე 75), ბასარია (გაბელაია 65), ცერცვაძე, ხარშილაძე, უგრეხელიძე (ცაკაძე 75), დარციმელია, კავარცხელია (გაბიტაშვილი 55), ბაბუნაძე (გოგრიჭიანი 70), დავითაშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (ხარშილაძე 41), მექვაბიშვილი

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგარი თაობა მოდის
tornike
22:17 18-12-2016
0
ბოლომდე მართალ არ ხარ გივია. მეორეც არის, ერთხელ ყარაულის თოფივით გაუვარდებათ და მერე დაიწყება უაზრო ქება დიდება, ათასი გივია გამოჩნდება და იმდენს იბლატავებენ, რომ დაიჯერებენ უკვე მაგრები ვართო.
haha
11:09 10-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული