GFF AWARDS 2016: სფფ-ის ყოველწლიური დაჯილდოება 28 დეკემბერს გაიმართება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF AWARDS 2016 28 დეკემბერს ჩატარდება. ღონისძიება 17:30 საათზე დაიწყება და სასტუმრო "რუმს თბილისში" გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვა წლის რჩეულების გამოსავლენად 20 დეკემბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. ხმის მიცემის შედეგები ღონისძიების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, გამარჯვებულები წელს რამდენიმე ახალ ნომინაციაში
გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის, საუკეთესო მწვრთნელის, საუკეთესო მსაჯის, საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელისა და საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015-16 წწ. სეზონისა და 2016 წლის სეზონის ბომბარდირი, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო გოლის ავტორი დაჯილდოვდებიან.

სფფ-ის ინიციატივით, ასევე დაწესებულია საპატიო ჯილდო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი შემოგთავაზებთ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტავ დასაჯილდოვებლებს თუ ნახავენ
llcl
16:05 26-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული