GFF AWARDS 2016: სფფ-მ საუკეთესოები გამოავლინა

AutoSharing Option
28 დეკემბერს, სასტუმრო "რუმს თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 გაიმართა.

საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ.

ქალ ფეხბურთელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - ნინო ჭუჭუაშვილი (16 გოლი);
საუკეთესო მსაჯი - გიორგი ვადაჭკორია;
ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე;
საუკეთესო გოლის ავტორი - ნიკა მაისურაძე ("შევარდენი 1906);
ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი - გია ცეცაძე;
ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - ბუდუ ზივზივაძე;
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია;
საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - თორნიკე ოქრიაშვილი.

სპეციალური
ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული