იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები - ლაშა პარუნაშვილი და ვახტანგ ჭანტურიშვილი, შეიძლება სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "ზლატე მორავცეში" ჩაირიცხონ.

საქმე ისაა, რომ ამ გუნდს თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცი იურაი იარაბეკი წვრთნის. გუნდში იარაბეკის მისვლის შემდეგ "ზლატე მორავცემ" თამაშს უმატა და შედარებით გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. ამ დროისთვის ეს გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას საფუძველი საკმაოდ მყარი აქვს. 23 წლის ჭანტურიშვილიცა და მისი ტოლი პარუნაშვილიც იარაბეკის ფორმაციის "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდიდან ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

"ლელო"
ჭანტურიშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ზლატე მორავცეზე" ადრე მართლაც იყო ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს არაფერი ისმის. შეიძლება ითქვას, რომ ჰაერში ვარ ამ დროისთვის", - გვითხრა ჭანტურიშვილმა.

ვნახოთ, გააქტიურდება თუ არა სლოვაკური კლუბი ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მიდი პარუნ გააჭერი საქართველოს ჩემპიონატს ხო მაინც ჯობს
nika
04 იანვარი 2017 02:50
0
სატირლად გვაქვს საქმე..
georgian
03 იანვარი 2017 13:22
0
თუ უშვებთ მაინც ნორმალურ გუნდში გაუშვით ან არ გაუშვათ საერთოდ
svan
03 იანვარი 2017 12:59
0
მოიცა ეხა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი გუნდიდან მისი საუკეთესო ფეხბურთელები მიდიან და სად ზლატო რაღაცაში? სლოვაკეთის მე9 ადგილოსან კლუბში?
ესაა ამ ბიჭების ამბიცია?!!!!
fc
03 იანვარი 2017 12:45
0
კაი რა რა სლოვაკეთი და ისიც 9 ადგილზე :D:D:D:
ika
03 იანვარი 2017 12:19
0

სიახლეები პოპულარული