3 ფაქტორი სუპერთასის მარტვილის სტადიონზე გამართვის სასარგებლოდ

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის, დავით ყიფიანის სახელობის თასისა და ასაკობრივი ლიგების დებულებები დაამტკიცეს. სფფ-ის ლიცენზირების მენეჯერმა აღმასკომის წევრებს ამა წლის ლიცენზირების პროცესის შედეგები გააცნო.

"2017 წლის სეზონი 4 მარტს დაიწყება. დამტკიცდა თასის გათამაშების ფორმატიც, რომელიც 2 მარტს დაიწყება. პირველი საკვალიფიკაციო ნაწილი 3 ეტაპისგან შედგება და მასში 60 გუნდი ითამაშებს. მატჩები 2, 6 და 10 მარტს ჩატარდება და იმ 12 გუნდს გამოავლენს, რომელიც 15 მარტიდან 1/16-ფინალურ ეტაპზე პირველი და მეორე ლიგების 20 გუნდთან ერთად ჩაერთვება. გასული სეზონის
მსგავსად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან", - თქვა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

სეზონი კი 26 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩით დაიწყება. ფედერაციამ თამაში მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე დანიშნა. შეგახსენებთ, რომ სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც მარტვილში? ამას ფეხბურთის ფედერაცია 3 ფაქტორით ხსნის:

პირველი - "მურთაზ ხურცილავაზე" საკმაოდ კარგი ხელოვნური საფარია, რაც თამაშის მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია;

მეორე - მარტვილი ორივე გუნდისთვის მისაღებია, რადგან ქუთაისიდან და სამტრედიიდან ახლოსაა და თამაშზე დასწრებას მაქსიმალურად მეტი გულშემატკივარი შეძლებს;

და მესამე - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ ინიციატივის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი თამაშების დედაქალაქის გარეთ ჩატარება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

გეხსომებათ, ეროვნული თასის ბოლო ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონში გაიმართა და ტრიბუნები არა მხოლოდ შეივსო, საღამოს განათების ფონზე თამაში იმდენად ეფექტურ გარემოში ჩატარდა, დღემდე გამართულ ფინალებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულად მიიჩნევა.

- მერანი-ტორპედო 1:2 - "ტორპედომ" თასი გაასამა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უკბილო არგუმენტებია,ჯერ ერთი რეგიონში თამაშზე თუ ვსაუბრობთ სხვაგან მოგეძებნათ..მერე კარგი ხელოვნურიაო,გასახდელები ნახეთ ნახევარი გუნდი იცვლის ნახევარი გარეთ ელოდება,მაყურებლის უსაფრთხოება კიდე ან სესასვლელი ნახეთ ან გამოსასვლელი სტადიონიდან..შეიძლება განზრახ არა მაგრამ მასე კი გამოვიდა,რადგან სამტრედია ხელოვნურზე თამაშობს და შეჩვეულია და ეს იმტაც დასტურდება რომ მარტვილიც კი ხელოვნურზე ამარცხებს უმაღლესი ლიგის გუნდებს,ანუ ხელოვნურს თავის სპეციპიკა აქვს..მერე კიდე 22 ცჰამოდის ტორპედო,ნამგზავრ გუნდს დასვენება არ ექნებათ მოსწრებული რომ მინდორზე უნდა გამოვიდნენ,ესეც სამტრედიის უპირატესობაა,რატომ აკნინებთ და საჭორაოს ხდით თემებს,არ შეიძლება უფრო ღრმად შეისცავლოთ საკითხი?!
daviti
18:49 14-02-2017
0
ეს უკვე "კარგი" სიახლეა!! განსაკუთრებით მესამე ფაქტორი "მომეწონა" - ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ ინიციატივის ფარგლებში ჯდება, რომლის მიზანიც მნიშვნელოვანი თამაშების დედაქალაქის გარეთ ჩატარება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა". კომენტარის გარეშე. თუმცა მაინც დავამატებდი. დედაქალაქში ფეხბურთის საყურებლად იმდენი ხალხი დადის სტადიონებზე (განსაკუთრებით დინამოზე), რომ აუცილებელია განტვირთვა და თამაშების რეგიონებში ჩატარება. ბრავო თქვენ!!!
უშანგი გაბადაძე-საბუდარადან
16:49 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული