მედია ფეხზე, ფანები ტყეში, ტალახი და უწყლოობა - რა ვერ გათვალეს სფფ-მ და მარტვილმა

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა სუპერთასი.

- სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]

მართალია, გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი სუპერთასით კმაყოფილი დარჩა და ეს ალბათ, იმ თამაშის დამსახურებაა, რომელიც ორივე გუნდმა შემოგვთავაზა, თუმცა მატჩის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნამდვილად ვერ მოვუწონებთ.

გულშემატკივარი
მას მერე, რაც სფფ-მ სუპერთასის ჩატარების ადგილის შესახებ გამოაცხადა, აქტუალური იყო კითხვა:
სად დაეტეოდა გულშემატკივარი?

ცხადია, ამ კითხვას არსებობის უფლება ჰქონდა, ვინაიდან საქმე "ტორპედოსა" და "სამტრედიას", ორი იმერული კლუბის გულშემატკივარს ეხებოდა, რომელიც თავისი საყვარელი კლუბის თამაშს ყოველთვის მრავლად ესწრება, მარტვილის სტადიონი კი 2000-მდე ქომაგს იტევს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს, რომელიც ზესტაფონში "ტორპედოს" გამარჯვებით (2:1 "მერანთან") დასრულდა, დაახლოებით იმდენი ქუთაისელი გულშემატკივარი დაესწრო, რა ტევადობისაც მარტვილის სტადიონია. გულშემატკივართა დიდი ნაწილი გამოჰყვა "სამტრედიას" თბილისში "ჩიხურასთან" განმეორებით მატჩზეც. ასე რომ, სუპერთასზე 2000-ზე მეტი ადამიანის დასწრება წინასწარ უნდა გვევარაუდა.

მართალია, მატჩის დაწყებისას უამრავი ცარიელი ადგილი იყო, მაგრამ დაახლოებით მე-15 წუთისთვის ტრიბუნები არათუ შეივსო, გულშემატკივართა საკმაოდ დიდი რაოდენობა "ფეხზე" დარჩა, ზოგი ბოძზე იყო ასული, ზოგი კი სტადიონის მიმდებარედ, ტყიდან უყურებდა თამაშს...

Sportall.Ge

მედია
არ ვიცით, რატომ, მაგრამ სუპერთასზე ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მოგვცემია. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას "საპატიო სტუმრები" დაგვხვდნენ და ჩვენგან განსხვავებით, მათ თამაშს მაინც უყურეს ნორმალურად.

მეორე ტაიმში მედიისთვის რამდენიმე სკამი დაამატეს და იმუშავეთო, გვითხრეს, მაგრამ იმ ქაოსში მუშაობა შეუძლებელი იყო. ეგ კი არა, საყვედურიც მივიღეთ ჟურნალისტებმა, ადრე რომ დაგერეკათ, დაგიკავებდით ადგილს, ახლა რაღა გიშველოთო?.. ალბათ, მსგავსი რამ არსად ხდება, როცა მედია-აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს ადგილის დასაკავებლად წინასწარ დარეკვა უწევს.

მაშინ, როცა კარგ ჩემპიონატზე გვაქვს პრეტენზია და მის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ აქვთ, არაა კარგი. ასე შორს ვერ წავალთ... ფაქტია, გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდის თამაშზე ჩვენ მუშაობის საშუალება არ მოგვცემია!

Sportall.Ge

სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ამინდს ვერ დაგეგმავ, მატჩის ჩატარების ადგილის შერჩევისას კი, პროგნოზის მიუხედავად, უამინდობაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

მარტვილში სუპერთასის დღეს თავსხმა წვიმა მოვიდა. წვიმა თამაშის დაწყებამდე კი შეწყდა, მაგრამ სტადიონამდე მისვლა იმ ტალახში, როგორიც ადგილზე დაგვხდა, არც ისე ადვილი და სასიამოვნო იყო. წვიმაც გვინახავს და ტალახიც, მაგრამ...

ამას გარდა, არც სტადიონზე და არც მის მიმდებარედ, წამლად რომ დაგჭირვებოდათ, დასალევ წყალს ვერ ნახავდით - ვერც გასაყიდს და ვერც სამადლობელოს. ამ დღეში იყო დაახლოებით სამი ათასი გულშემატკივარი...

ბარემ დადებითზეც ვთქვათ - თამაშის დასრულების შემდეგ სფფ-მ ჟურნალისტების ტრანსპორტირება უზრუნველყო და გულისხმიერებისთვის ჩვენგან მადლობას იმსახურებს.

ასე თუ ისე, სუპერთასის მატჩი შედგა, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და ორგანიზებით თუ არა, გულშემატკივარი თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილი დარჩებოდა. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავს პრობლემებს აღარ წავაწყდებით...
მკითხველის კომენტარები / 20 /
კობი და მუმუ როგორ მიყვარდიტ მაგრამ ცყალში გადაყარეტ ყველაპერი/ საგოლ ტკვენს კაცობას სიტყვა ხალხი მეგონეტ მაგრამ ზესტაპონელი ვარ ხო ზესტაპონელი
555
28 თებერვალი 2017 19:23
0
ტალახს რა უნდოდა მაანდ, ხალიჩაზეე, იტყუებით
sergo
28 თებერვალი 2017 18:01
1
ზესტათონის სტადიონი იქნებოდა ორივე გუნდის გულშემატკივრებისთვის მე მგონი უკეთესი ვარიანტი,უფრო მეტი ადამიანი დაესწრებოდა,მაგრამ ალბათ საპატიო სტუმრებს ადგილობრივი გულშემატკივრების....მას-მედიას თუ არ შეუქმნით პირობებს ყოველგვარ დონეზე ლაპარაკი ზედმეტია
კახა ქირია
28 თებერვალი 2017 17:40
0
საქართველო ერთი პატარა სოფელია. სტადიონებიც და ბევრი სხვა რაიმეც შესაბამისი აქვს.
asea es
28 თებერვალი 2017 17:17
0
ვინმე რამეს ითვლის და აზროვნებს საერთოდ?
1
28 თებერვალი 2017 16:25
0
წყალტუბოში უკეთესი იქნებოდა
გივი
28 თებერვალი 2017 16:18
0
ტყეში თუ ღრეში ასეთი ჯიგრიანი თამაში კაი ხანია არ მინახია კაი ხანია
მამუკა
28 თებერვალი 2017 16:13
0
ჩაეტარებინათ ზესტაფონში მშვენიერი სტადიონია, თან იმერულ დერბიში სიმბოლური იქნებოდა...
mameluk
28 თებერვალი 2017 16:06
0
kargi amindi rom kofiliko ufro meti makurebelic iqneboda da adgilebi mere genaxat.kargo adamiano iqneb torpedos ar hatvlil golzec getqva rame.
. . . . . .
28 თებერვალი 2017 15:48
1
მთავარია საპატიო სტუმრები იყვნენ კარგად, ხალხს არ დავეძებ!
დინამო
28 თებერვალი 2017 15:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული