მედია ფეხზე, ფანები ტყეში, ტალახი და უწყლოობა - რა ვერ გათვალეს სფფ-მ და მარტვილმა

AutoSharing Option
26 თებერვალს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" არსებობის განმავლობაში პირველად მოიპოვა სუპერთასი.

- სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]

მართალია, გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი სუპერთასით კმაყოფილი დარჩა და ეს ალბათ, იმ თამაშის დამსახურებაა, რომელიც ორივე გუნდმა შემოგვთავაზა, თუმცა მატჩის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნამდვილად ვერ მოვუწონებთ.

გულშემატკივარი
მას მერე, რაც სფფ-მ სუპერთასის ჩატარების ადგილის შესახებ გამოაცხადა, აქტუალური იყო კითხვა:
სად დაეტეოდა გულშემატკივარი?

ცხადია, ამ კითხვას არსებობის უფლება ჰქონდა, ვინაიდან საქმე "ტორპედოსა" და "სამტრედიას", ორი იმერული კლუბის გულშემატკივარს ეხებოდა, რომელიც თავისი საყვარელი კლუბის თამაშს ყოველთვის მრავლად ესწრება, მარტვილის სტადიონი კი 2000-მდე ქომაგს იტევს.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს, რომელიც ზესტაფონში "ტორპედოს" გამარჯვებით (2:1 "მერანთან") დასრულდა, დაახლოებით იმდენი ქუთაისელი გულშემატკივარი დაესწრო, რა ტევადობისაც მარტვილის სტადიონია. გულშემატკივართა დიდი ნაწილი გამოჰყვა "სამტრედიას" თბილისში "ჩიხურასთან" განმეორებით მატჩზეც. ასე რომ, სუპერთასზე 2000-ზე მეტი ადამიანის დასწრება წინასწარ უნდა გვევარაუდა.

მართალია, მატჩის დაწყებისას უამრავი ცარიელი ადგილი იყო, მაგრამ დაახლოებით მე-15 წუთისთვის ტრიბუნები არათუ შეივსო, გულშემატკივართა საკმაოდ დიდი რაოდენობა "ფეხზე" დარჩა, ზოგი ბოძზე იყო ასული, ზოგი კი სტადიონის მიმდებარედ, ტყიდან უყურებდა თამაშს...

Sportall.Ge

მედია
არ ვიცით, რატომ, მაგრამ სუპერთასზე ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მოგვცემია. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ადგილას "საპატიო სტუმრები" დაგვხვდნენ და ჩვენგან განსხვავებით, მათ თამაშს მაინც უყურეს ნორმალურად.

მეორე ტაიმში მედიისთვის რამდენიმე სკამი დაამატეს და იმუშავეთო, გვითხრეს, მაგრამ იმ ქაოსში მუშაობა შეუძლებელი იყო. ეგ კი არა, საყვედურიც მივიღეთ ჟურნალისტებმა, ადრე რომ დაგერეკათ, დაგიკავებდით ადგილს, ახლა რაღა გიშველოთო?.. ალბათ, მსგავსი რამ არსად ხდება, როცა მედია-აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს ადგილის დასაკავებლად წინასწარ დარეკვა უწევს.

მაშინ, როცა კარგ ჩემპიონატზე გვაქვს პრეტენზია და მის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ აქვთ, არაა კარგი. ასე შორს ვერ წავალთ... ფაქტია, გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდის თამაშზე ჩვენ მუშაობის საშუალება არ მოგვცემია!

Sportall.Ge

სტადიონის მიმდებარე ტერიტორია
ამინდს ვერ დაგეგმავ, მატჩის ჩატარების ადგილის შერჩევისას კი, პროგნოზის მიუხედავად, უამინდობაც გათვალისწინებული უნდა იყოს.

მარტვილში სუპერთასის დღეს თავსხმა წვიმა მოვიდა. წვიმა თამაშის დაწყებამდე კი შეწყდა, მაგრამ სტადიონამდე მისვლა იმ ტალახში, როგორიც ადგილზე დაგვხდა, არც ისე ადვილი და სასიამოვნო იყო. წვიმაც გვინახავს და ტალახიც, მაგრამ...

ამას გარდა, არც სტადიონზე და არც მის მიმდებარედ, წამლად რომ დაგჭირვებოდათ, დასალევ წყალს ვერ ნახავდით - ვერც გასაყიდს და ვერც სამადლობელოს. ამ დღეში იყო დაახლოებით სამი ათასი გულშემატკივარი...

ბარემ დადებითზეც ვთქვათ - თამაშის დასრულების შემდეგ სფფ-მ ჟურნალისტების ტრანსპორტირება უზრუნველყო და გულისხმიერებისთვის ჩვენგან მადლობას იმსახურებს.

ასე თუ ისე, სუპერთასის მატჩი შედგა, ორივე გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და ორგანიზებით თუ არა, გულშემატკივარი თამაშის ხარისხით მაინც კმაყოფილი დარჩებოდა. ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში მსგავს პრობლემებს აღარ წავაწყდებით...
მკითხველის კომენტარები / 20 /
ასე უნამოსოდ როგორ იტყუებით!!! ადგილებიც იყო, ტალახიც არიყო და ხალხსაც არუწევდა თამაშის ტყიდან ყურება
lasha
05 მარტი 2017 18:53
0
რისი გამკეტებლები არიან ტუ დზმა ხარ ზესტაფონს რო ტამაშგარეში დასვამ მასშინ მარტვილს მაინც დაეხმარე .
giorgi
01 მარტი 2017 13:02
0
ქუთაისში და ზესტაფონში საქართველოს პირობების გათვალისწინებით მშვენიერი პრესლოჟებია, მაგრამ ამ ქალაქებში გამართულ საქართველოს თასის ფინალებზე, ფედერაციას პრესლოჟა ოფიციალური პირებისთვის ჰქონდა დათმობილი, ჟურნალისტები კი ტრიბუნებზე სახელდახელოდ მოწყობილ ,,პრესის ადგილზე" იყვნენ ჩაყრილი. არც დენის წყარო და არც არანაირი სამუშაო პირობები არ არსებობდა. კიდევ კარგი, ამინდმა დაგვინდო და არ გაწვიმდა, თორემ ნოუთბუქებსაც ვიზარალებდით. წვიმაშიც ვყოფილვარ სტადიონზე, თოვლშიც და ქარშიც, მაგრამ როცა თამაში 7 საათზე იწყება და რეპორტაჟი იმ დღესვე გაქვს მოსამზადებელი ძალიან ძნელია ასეთ პირობებში მუშაობა.
დათო
01 მარტი 2017 11:20
1
და აპა მარტვილს ეხლა მარაკანა არ ექნებოდა აშენებული თქვე დალოცვილებო ისე ტორპედოს სტადიონი რო შევკვეცეთ და ზარზეიმით გავხსენით მაშვინ არიყო კარიკატურული სტადიონი.დდ ან ბათუმის სტადიონი რო გაუყენეს მოუსვლელეთში.და ვინიცის კიდე რამდენი ეგეთი სტადიონი გაქრა.
qutaiseli
01 მარტი 2017 11:02
1
სფფ-მ არ იცოდა,როცა მარტვილში დაინიშნა საქართველოს(!)სუპერთასი(!)...საერთოდ 21-ე საუკუნეში სრული ანაქრომიზმია გადაუხურავი ტრიბუნები და თან სუპერთასის დანიშვნა ?და თუ გავითვალისწინებთ,რომ ხელოვნური საფარია მარტვილში და თან ბურთი ისე დახტუნავს აშკარად ეტყობა,რომ ვერ არის კარგი ხარისხი...
ტრიბუნები ძალიან არის დაშორებული მინდორს, შუაში კიდევ ადმინისტრაციული შენობაა ისე წამოჭიმული რომ ტრიბუნების გარკვეული მონაკვეთიდან მეორე მხარე მთლიანად არ ჩანს, ხელოვნური საფარი კიდევ ცალკე თემაა ხშირია ტრავმები, მაგის დამგებმა ალბათ პირველად დააგო სიცოცხლეში საფარი. თან ირგვლივ აქვს ბეტონის ღაროები რომლებიც კია გადაფარული ხალიჩით მაგრამ ისეთი მახვილი კუთხე აქვს რომ დიდი საფრთხის შემცველია ,შარშან ერთი 15 წლამდელი ფეხბურთელი ისე დაეჯახა ამ ბეტონს ხერხემლის ოპერაცია გახდა საჭირო და ფეხბურთს დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს!
ზაზა
01 მარტი 2017 10:48
0
მარტვილშუ ჩატარებული მატჩის შემდეგ სასიკეთოდ იცვლება რეგიონებში ფეხბურთისადმი მიდგომა, წვიმა, ტალახი უწყლობა უნდა გენახათ 90 იანებში. დაინახე პოზიტივი
dinamo
01 მარტი 2017 09:33
0
zestafonshi arc gavseba uchirs vinmes stadionis da arc pirobebis shekmna.
Ertia, rom kaxa kaladzisa da misi shikriki shako kiknavelidzis gamo fc zestas ar abruneben arc umagles da arc pirvel ligashi.
Kobi-mumu saertod cashalet saxsenebelidan!
licenzia gacemuli stadioni
01 მარტი 2017 09:08
0
სანამ ასეთი კარიკატურული სტადიონების ამარა ვიქნებით რა ფეხბურთზეა ლაპარაკი.
მამუკა
28 თებერვალი 2017 23:04
1
ვენაცვალე ჯიგარში ვინც მარტვილში მოიფიქრა მატჩის ჩატარება. ისე ჟურნალისტებმაც ცოტა რომ გაიჭირვოთ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის არ გაწყენდათ. ბოლო ბოლო ერთი ბოთლი წყალი ჩააგდე რა ჩანთაში.
haha
28 თებერვალი 2017 21:28
1
ტყუილია რომარეტეოდა ხალხი... მეც ვიყავი თ^ამაშზე და ჩემს გვერდი საკმაოდ იყო ცარიელი საკამები
tedo
28 თებერვალი 2017 19:31
1

სიახლეები პოპულარული