გორის "დილა" საქართველოს თასის მფლობელია!

AutoSharing Option
26 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა აფციაურის გოლით მე-13 წუთზე გახსნეს. გორელებმა წონასწორობის აღდგენა პირველივე ტაიმში შეძლეს, როდესაც მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ზესტაფონელთა მცველი თეიმურაზ ღონღაძე გააძევა - თერთმეტმეტრიანი ხოჯავამ ზუსტად შეასრულა.

შეხვედრის მეორე ტაიმში რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა "დილამ" კიდევ სამჯერ შეძლო საქართველოს ჩემპიონთა კარის დალაშქვრა. ჯერ ვაწაძემ იყოჩაღა 49-ე წუთზე, შემდეგ ილურიძემ სხვაობა ორ ბურთამდე
გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გატანილი გოლით კაშია გამოირჩა.

აღსანიშნავია, რომ ემოციურად დაძაბული შეხვედრის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან კიდევ ერთი ზესტაფონელი - ჯაბა დვალიც გააძევა.

ამრიგად, "დილამ" დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს თასი პირველად მოიგო. გორელთა გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

26 მაისი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 7000 მაყურებელი.
დილა-ზესტაფონი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 აფციაური, 1:1 ხოჯავა (30,პენ.), 2:1 ვაწაძე (50), 3:1 ილურიძე (66), 4:1 ინწკირველი (90+3)

დილა: სკენდერი, ბეჭვაია, თოთაძე, ინწკირველი, სალუქვაძე (კ), შოთა კაშია, არზიანი, ხოჯავა (ახალკაცი, 81), კახელიშვილი, სანდრო გურული (ილურიძე, 61), მათე ვაწაძე (ბარაბაძე, 88).
მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
ზესტაფონი: კვასხვაძე, ღონღაძე, საჯაია, კობახიძე (ოვონიკოკო, 68), ელიავა, გორგიაშვილი (შარიქაძე,60), მენთეშაშვილი, აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, მუჯირი (ონიანი, 46), დვალი.
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: დვალი (11), მუჯირი (19), აფციაური (84), დვალი (85), სკენდერი (90).
გაძევება: ღონღაძე (30), დვალი (85)

მთავარი მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი)
მკითხველის კომენტარები / 16 /
შიდა ქართლიდან ვარ, მთელი ცხოვრებაა შიდა ქართლის საუკეთესო გუნდს გორის დილას ვგულშემატკივრობ, დილა ყოველთვის ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოდა უმაღლეს ლიგაში. ეს ხან გამოსდიოდა და ხან არა... ახლა? ახლა ისეთი სასტავი ჰყავს თასიც მოიგო და კვლავ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება მაგრამ შსს-ს ნაპატრონალი არც დილა მინდა და არც ბარსა, მე ისევ ის მაჩანჩალა დილა მირჩევნია გაცილებიტ
goga
09:17 28-05-2012
0
დომენტის /ქილერი/ კვარაცხელიაა, რომელმაც /ზესტას/ ოცნება ჩაუკლა
მტაწმინდა
21:53 27-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული