სტადიონზე შესვლა თავისუფალი იქნება, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი I არხი შემოგვთავაზებს.
სუპერთასის მატჩის წინა დღეს შეხვედრის მონაწილეებმა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" და თასის მფლობელმა "დილამ" "მიხეილ მესხზე" ივარჯიშეს.
16 საათზე სტადიონის საფარზე გორელები გავიდნენ. მათი მთავარი მწვრთნელის, ლიტველი ვალდას ივანაუსკასის გადაწყვეტილებით, "დილას" ვარჯიშის უმეტესი ნაწილი დახურული იყო და მსურველებს საწვრთნელი პროცესის ხილვის საშუალება მხოლოდ ბოლო 15
17 საათზე "ზესტაფონის" ვარჯიში დაიწყო და ფეროელთა თავკაც კახა კაჭარავას, კოლეგისგან განსხვავებით, მედიისა და ქომაგებისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია.
მეტოქეთა ვარჯიშები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა - როგორც მატჩის წინა დღეს ხდება ხოლმე, გუნდები დიდად არ დატვირთულან და უმეტესად, კომბინაციებისა და სტანდარტული მდგომარეობის დახვეწაზე იმუშავეს.
22 თებერვალს ტრავმების გამო "ზესტაფონს" თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი დააკლდებიან.
ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის ბანაკში ხალისიანი განწყობა შეინიშნებოდა. აშკარაა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელები ოფიციალურ მატჩებს დანატრებულნი არიან.
უნდა ითქვას, რომ "მიხეილ მესხის" მოედნის საფარი საკმაოდ ხარისხიანად გამოიყურება და იმედია, ასეთივე ფეხბურთს ვიხილავთ.
სეზონი საკმაოდ საინტერესო მატჩით უნდა განახლდეს და ვნახოთ, ვისთვის გამოდგება ტიტულის მომტანი 2013 წლის რიგით პირველი ოფიციალური შეხვედრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კახა კაჭარავა: შანსები 50/50-ზეა და ვისაც უფრო გაუმართლებს, ის მოიგებს
ვალდას ივანაუსკასი: ფეხბურთი ყველას მოენატრა
საქართველოს სუპერთასი, რომელსაც უცნაურობა დაებედა...