ამის მიზეზი ის გახდა, რომ მასპინძელთა დაშავებულ ფეხბურთელს ერთმა ქუთაისელმა ქომაგმა შეაგინა, რასაც მეტოქის მხარდამჭერთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და დაცვის სამსახურს მხარეთა გაშველება გაუჭირდა. მცირე ხნით თამაშიც კი შეწყდა და მოჩხუბრებს დაშოშმინებისკენ ფეხბურთელებმაც მოუწოდეს.
Video
გაგრას და ტორპედოს ფანები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაერივნენ
გაგრას და ტორპედოს ფანები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაერივნენ
საბოლოოდ, სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ ამ უსიამოვნო ინციდენტმა თავისი კვალი მაინც დატოვა, - რამდენიმე დასისხლიანებული სახე და დამტვრეული, მოედანზე
ამ ამბიდან მცირე ხანში კი პუბლიკის მთელი ყურადღება კვლავ მოედანს დაუბრუნდა, რადგან "ტორპედომ", როგორც იქნა, საწადელს მიაღწია და მეოთხედფინალში გამსვლელი გოლი გაიტანა - ვაჟა ტაბატაძის ფლანგურ ჩაწოდებას შეცვლაზე შესული გიორგი ფანცულაია გამოეხმაურა და ანგარიში ეფექტური დარტყმით გახსნა.
Video
გაგრა - ტორპედო 0:2
გაგრა - ტორპედო 0:2
ცოტა ხანში ქუთაისელთა უპირატესობა მინდორზე კიდევ ერთმა ახლად შესულმა მოთამაშემ, ელგუჯა გრიგალაშვილმა განამტკიცა და ამით ნათელი გახდა, რომ სენსაცია არ შედგებოდა.
"გაგრა" ბევრს ეცადა, მაგრამ ქუთაისში მიღწეული 1:1-ის შენარჩუნება ვერ შეძლო. პირველლიგელებს საამისოდ არაფერი დაუშურებიათ, თუმცა "ტორპედოს" უფრო მაღალმა კლასმა მაინც თავისი გაიტანა.
სტუმრებს სწრაფი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ნიკა საბანაძის დარტყმისგან "გაგრა" ძელმა იხსნა. ეს მატჩის მე-6 წუთზე მოხდა, მე-20-ეზე კი კვლავ საბანაძე მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა სამი მეურვის გარემოცვაში მყოფმა შეძლო დარტყმა, მაგრამ მეტოქის მეკარე გიორგი ბეგაშვილმა არ გაატანინა.
საქმეში ჩაერთო "ტორპედოს" კარის დარაჯი ომარ მიგინეიშვილიც, რომელმაც ნიგერიელი ჯონ ჯერემიას დარტყმა მოიგერია.
მეორე ტაიმიც "ტორპედოს" კარნახით წარიმართა, მაგრამ "გაგრა" "მეორე ნომრად" თავს კომფორტულად გრძნობდა და შიგადაშიგ მწვავედაც იკბინებოდა. ასე მაგალითად, 49-ე წუთზე დავით ვოლკოვმა მიზანს მცირედით ააცილა.
თუმცა იმერელთა უპირატესობა მაინც თვალშისაცემი იყო. გია გეგუჩაძემ ცვლილებებით სცადა მეტოქის გატეხვა და თუ როგორ შეძლო "ტორპედოს" თავკაცმა ამ ჩანაფიქრის განხორციელება, ამის შესახებ უკვე გიამბეთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტორპედო-გაგრა 1:1 - გაგრული სიურპრიზი და სენსაციის სუნი [VIDEO]