დინამო-კოლხეთი 3:0 - "დინამოს" ევროპული იერსახე [VIDEO]

AutoSharing Option
ფოთში სტუმრად 1:0-ის მოგების შემდეგ, ფაქტობრივად, ცნობილი გახდა, რომ თასის ამ წყვილის გამარჯვებული თბილისის "დინამო" იქნებოდა. თუმცა საპასუხო შეხვედრას დინამოელები მაინც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და მეტოქეს პირველი წუთებიდან შეუტიეს.

აღსანიშნავია, რომ თბილისელთა შემადგენლობაში ამდენ ლეგიონერს კარგა ხანია, არ უთამაშია: ძირითადში ხუთი უცხოელი იყო, შეცვლაზე კოტოც შევიდა - მოკლედ, სახეზეა "დინამოს" ინტერნაციონალიზაცია.

ეს გუნდის თამაშზეც აისახა, იგრძნობა შესაბამისი გადაწყობა, ევროპელთათვის დამახასიათებელი სტილი, ბურთის ნაკლები თრევა, სისწრაფეზე აქცენტირებული თამაში.

ეს იყო ყველაზე საინტერესო - რას წ
არმოადგენს დუშან უჰრინის ამჟიმინდელი გუნდი...

Sportall.Geთბილისელებს იდეალურად არ უთამაშიათ, მაგრამ სისწრაფისა და მოძრაობის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება არ გასჭირვებიათ. "კოლხეთი" კი პირველი ეტაპის შემდეგ საგრძნობლად გადახალისდა და შეუთამაშებლობა აშკარად ეტყობოდა. ბრაზილიელი ვიტორ როსინიც ჯერ ვერ გამოიყურება ისე, როგორც "იუთუბის" კლიპებში - თუმცა უთამაშებლისგან ამ დროისთვის მეტი არც იყო მოსალოდნელი.

მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შექმნეს სახიფათო მომენტები: მე-8 წუთზე მეკარესთან პირისპირ გია კვარაცხელია დარჩა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ლევან ბუბუტეიშვილმა ბურთი მოიგერია.

აქტიურობდა ჯაბა დვალი, რომელიც საჯარიმოში ორჯერ სხვადასხვა ფლანგიდან შეიჭრა და კარში დაარტყა, მაგრამ კოლხების მეკარეს ვერც მან აჯობა.

თუმცა ფოთელებმა 31-ე წუთზე ვეღარაფერი გააწყვეს, როდესაც ჩისკომ მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა ჩამოაწოდა. მცველებმა საჯარიმოს მისადგომებთან ვერ დაფარეს ირაკლი ძარია, რომელმაც ძირითად გუნდში დაბრუნება გოლით აღნიშნა - 1:0. აქვე ვიტყვით, რომ მეორე ტაიმში მეორე დასჯილი, ლევან ხმალაძეც გამოჩნდა.

37-ე წუთზე ანგარიშის გაზრდა ჩისკოს მიერ მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილ გიორგი მერებაშვილს შეეძლო, თუმცა მახვილი კუთხიდან მეკარეს მოარტყა და არა ბადეს.

ერთ წუთში "დინამოს" ბასკმა ახალწვეულმა, უსტარიცმა მარჯვენა ფლანგზე გახსნილი გიორგი შაშიაშვილი შენიშნა, რომლის თავურიც ზუსტი გამოდგა - 2:0.

ფოთელებს შეტევების განხორციელება უჭირდათ, რადგან დინამოელები მეტს მოძრაობდნენ და სწრაფად ახერხებდნენ სტუმართა ჩანაფიქრის აღკვეთას.

მეორე ტაიმიც იმავე სცენარით წარიმართა, მასპინძლები ბევრს და მწვავედ უტევდნენ. სხვაობის გაზრდას შეეცადნენ კვარაცხელია და გიორგი მერებაშვილი - ამ უკანასკნელს არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია, მაგრამ აქტიური გახლდათ.

61-ე წუთზე მერებაშვილმა "კოლხეთის" საჯარიმოში ერთდროულად ოთხ მცველს დაახვია თავბრუ და ისევ მახვილი კუთხიდან სცადა კარის აღება - მართალია, ბურთი კარს ასცდა, მაგრამ ეპიზოდი ძალიან ეფექტური გამოდგა.

ასევე ეფექტური, თუმცა შედეგიანი აღმოჩნდა 68-ე წუთზე მიკელ ალვაროს წამოწყებული შეტევა. კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჩისკომ მომენტით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ორი მატჩის ჯამში დინამოელებმა "კოლხეთს" 4:0 მოუგეს და თასის 1/4-ფინალში გავიდნენ.

VideoSportall.Ge
დინამო - კოლხეთი 3:0


მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
"სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, მშვიდად ვერ ვიქნებოდით. პირველივე წუთიდან გოლის გატანას შევეცადეთ. მართალია, მისაღები ანგარიშით გავიმარჯვეთ, თუმცა თამაშის ხარისხი კმაყოფილების საბაბს ნამდვილად არ მაძლევს. წინ ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი გველის და ვეცდებით, არსებული ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ".

სოსო ფილია ("კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. რა თქმა უნდა, ფავორიტი "დინამო" იყო. მეტოქე კლასით ჩვენზე მაღლა დგას და დარწმუნებული ვარ, მეორე ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება. პირველივე წუთებიდან ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მეტოქისთვის სივრცეები შეგვეზღუდა, თუმცა კლასი და ოსტატობა თავისას შვრება და, ფაქტობრივად, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ - "დინამომ" დამსახურებულად მოიგო. ჩვენ ჯერ კიდევ ბირთვის ძიებაში ვართ და იქიდან გამომდინარე, რომ გუნდში ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები გვყავს, ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმდენი თქვენ რა გითხარით რაც 300-ზე ბევრად მეტი არ იყო მაყურებელი

300-ს და 1000-ს რო კაცი ვერ გაარჩევს რა უნდა ელაპარაკო
0
ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
e.l.d
04:09 05-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული