არმაზ ჯელაძე: ფავორიტი ქუთაისის "ტორპედოა", მაგრამ...

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, მაგრამ ახალმა ხელმძღვანელობამ მიზნად ევროთასებზე მოხვედრა დაისახა.

რადგან გუნდი საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩა, ევროპაში გასასვლელი ერთადერთი გზა საქართველოს თასის მოპოვება ან მინიმუმ ფინალში მოხვედრაა.

ამ კუთხით ბოლნისელებს არ გაუმართლათ: 6 მარტს გამართულმა წილისყრამ "სიონს" მეოთხედფინალში ქუთაისის "ტორპედო" შეახვედრა.

პირველი მატჩი 13 მარტს ქუთაისში შედგება, განმეორებითი შეხვედრა კი 10 აპრილს ბოლნისში.

რა შანსები აქვს "სიონს"? ამ კითხვით გუნდის მთავარ მწვრთნელს არმაზ ჯელაძეს მივმართეთ.

"ფაქტია, რომ ჩვენ შეგვხვდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ძალიან ძლიერი
შემადგენლობა ჰყავს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ავარჯიშებს.

მოკლედ, მძიმე მეტოქეა და ცხადია, რომ ჩვენს წყვილში ფავორიტი ქუთაისის "ტორპედოა", მაგრამ პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან სათასო დაპირისპირებაში ხშირია სიურპრიზები და ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

მე ვნახე მერვედფინალში "ტორპედოს" შეხვედრა "გაგრასთან" და დასკვნებიც გამოვიტანე. თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა წარმოუდგენლად არ მიმაჩნია.

მთავარია, პირველი მატჩი მისაღები შედეგით დავასრულოთ. ასეთ შემთხვევაში, განმეორებით მატჩში გამორიცხული არაფერი იქნება. რაც მთავარია, "ზუგდიდთან" სათასო დაპირისპირება ოპტიმალური შემადგენლობის დადგენასა და გუნდის შეთამაშებაში დაგვეხმარა.

ქუთაისელებთან პირველ შეხვედრამდე ჩემპიონატის მატჩიც უნდა ჩავატაროთ და ესეც დაგვეხმარება პროგრესში.

იმედია, "ტორპედოს" ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ",
- ამბობს ჯელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს თასის წილისყრა: წყვილი ზეექვსეულიდან და გურია-დინამო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული