დილა-ჩიხურა 1:2 - როცა მფლობელს თასი აღარ უნდა

AutoSharing Option
ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა, პრაქტიკულად, მათი პირველი შეხვედრისას, საჩხერეში გაირკვა, როცა "დილამ" ძირითადის მოთამაშეების დასვენება გადაწყვიტა და ამის გამო დაისაჯა - 0:3.

ივანაუსკასმა ამჯერადაც სათადარიგო შემადგენლობა შეუშვა მოედანზე (ძირითადიდან მხოლოდ კახელიშვილმა, ლეონარდომ და ბეჭვაიამ ითამაშეს), რითაც მიახვედრა ყველა, რომ ეს ტურნირი დიდად არ აინტერესებს და ევროტურნირებზე მოხვედრას ეროვნული ჩემპიონატიდან აპირებს.

შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო. ფეხბურთელებს სათამაშო ჟინიც ნაკლებად ეტყობოდათ და ბურთის გორების ხალისიც.

Sportall.Ge
და" width="200" style="border: 0px none; float: left; margin: 5px;" />პირველი ხიფათი მე-16 წუთზე სტუმრებმა შექმნეს, როდესაც დავით ბოლქვაძემ გააზრებული პასით "დილას" მთელი დაცვის ხაზი უმოქმედოდ დატოვა და ბესიკ დეკანოიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა საჩხერელს მიზანმა უმტყუნა.

პირველ ტაიმში ანალოგიური კომბინაცია კიდევ ერთხელ გათამაშდა - ამჯერად ბესიკს მეკარემ არ მისცა გატანის საშუალება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბოლქვაძის ნაყოფიერი მოქმედება. იგი საკმაოდ მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა თანაგუნდელებს და ორივე გატანილ გოლშიც უშუალოდ დაიდო წვლილი.

პირველი ბურთი მამალაძის კარში ლაშა ჭელიძემ სწორედ ბოლქვაძის კუთხურის შემდეგ გაახვია - 1:0.

მასპინძელ ფეხბურთელთაგან ანგარიშის გასათანაბრებლად ყველაზე მეტად გიორგი კახელიშვილი ზრუნავდა. ამჯერად ის სრულად ათამაშეს და გოლიც დამსახურებულად შეაგდო.

კახელიშვილმა 79-ე წუთზე შორეული ძლიერი დარტყმითაც სცადა გიორგი სომხიშვილის კარის აღება. ეფექტური გოლი გამოვიდოდა, მაგრამ "ჩიხურას" გამოცდილმა მეკარემ თავგანწირული ნახტომით კუთხურზე მოიგერია.

საგულისხმოა, რომ პირველი კუთხური "დილამ" 78-ე წუთზე ჩამოაწოდა!

გორელთაგან ლეონარდოსაც მართებდა გატანა, ოღონდ მან ვერაფრით დაუმიზნა კარის ჩარჩოს.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში "დილას" შემადგენლობაში ლამის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პავლე ხორგუაშვილი გამოჩნდა.

მეორე გოლი მამალაძის კარში ბოლქვაძის სტანდარტულიდან ჩაწოდებულს მოჰყვა, როცა მასპინძლების კართან შექმნილი არეულობისას შეგორდა ბურთი ბადეში.

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი თასს გამოეთხოვა, "ჩიხურა" კი ნახევარფინალშია და ქვეყნის თასის წლევანდელ გათამაშებაში ისტორიულ შედეგს უმიზნებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული