საქართველოს თასი: "მეტალურგმა" "დინამო" დაამარცხა, "ჩიხურამ" - "სიონი"

AutoSharing Option
23 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

რუსთავის "მეტალურგმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და პირველ ტაიმში გაშვებული გოლის მიუხედავად, მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო.

ანგარიში უკვე შეხვედრის 22-ე წუთზე ჯაბა დვალმა გახსნა, თუმცა გიორგი ყიფიანის გუნდი ამან ვერ გატეხა. მასპინძლებმა გათანაბრება 67-ე წუთზე რომან ახალკაცის გოლით შეძლეს, 84-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დავით საჯაიამ დააფიქსირა - 2:1.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში გამარჯვება იზეიმა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც ივანწმინდას სტადიონზე ბოლნისის "სიონს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი პირველივე
ტაიმში დავით ოდიკაძემ (პენ.) და გიორგი რეხვიაშვილმა გამოიჩინეს.

საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩები 8 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
სტატისტიკა დადეთ სტატისტიკა და მერე კაუკთეთ მიმოხილვა-კომენტარები... ვაააააააა!!!
0
მეტალურგის პირველი გოლი თამაშგარეა. თუმცა ეპატიება დინამოს, მთავარია გორთან სასურველი შედეგი :) მხოლოდ დინამო, მხოლოდ თბილისი
gladiator
22:26 23-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული