პირველი მატჩი რუსთაველებმა 2:1 მოიგეს და ამდენად, დაძაბული საპასუხო მატჩი გველის.
გიორგი მერებაშვილი ქუთაისის "ტორპედოსთან" საჩემპიონო მოგების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძალზე აქტიური და სასარგებლო იყო.
გიორგის თასის განმეორებით შეხვედრასა და განაღდებულ ჩემპიონობაზე ველაპარაკეთ.
- როდესაც გუნდი ჩემპიონი ხდება, მერე სხვა მატჩებზე გადაწყობა და მობილიზაცია ლამის შეუძლებელია. არადა, თასის ფინალში გასვლა იოლი არ იქნება - "მეტალურგმა" პირველი შეხვედრა მოგიგოთ.
- ასეთი
"მეტალურგი" საკმაოდ ძლიერი და შეკრული გუნდია, გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობენ. თუმცა, იმედია, ფინალში მაინც ჩვენ გავალთ. შეხვედრას სერიოზულად ვეკიდებით და მიმაჩნია, რომ კარგად მოვემზადეთ.
- ჩემპიონობა მხოლოდ სტადიონზე აღნიშნეთ?
- რესტორანში ვერ მოვახერხეთ, რადგან თასის მატჩამდე 4 დღე იყო დარჩენილი. აღდგომის გამო ერთ დღეს ისედაც ვისვენებდით და არ გამოდიოდა. ჩემპიონობის აღნიშვნა სტადიონზე დავასრულეთ და ნახევარფინალისთვის მზადებას შევუდექით.
ასე რომ, ჩვენ არ მოვდუნებულვართ. ეს გუნდისთვის უკეთესიც იყო.
- ისე, გასაოცარია, "ტორპედოს" რა იოლად მოუგეთ...
- ჩვენ ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა. ვინც ჩვენს ჩემპიონატს თვალს ადევნებს, კარგად იცის, რომელ პოზიციაზეც უნდა ვიყოთ, "დინამოსა" და "ტორპედოს" შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო და ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენზე იყო დამოკიდებული.
საბედნიეროდ, მოვიგეთ და ის ხალხი გავახარეთ, მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში რომ გვედგა. მათ გულწრფელ მადლობას ვუხდი, რადგან ყველას კარგად მოეხსენება, რომ დღევანდელ ქართულ ფეხბურთში მაყურებლის პრობლემა ძალიან აქტუალურია.
განსაკუთრებით ის მომეწონა, ერთი ტრიბუნიდან შეძახილ "დინამოს" მეორე ტრიბუნიდან ბანს რომ აძლევდნენ - "ჩემპიონ!" ეს ორიგინალური შეძახილი უდიდეს სტიმულს გვაძლევდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო თბ-ტორპედო 4:0 - ჩემპიონს რომ ეკადრება... [VIDEO]
მეტალურგი-დინამო თბ 2:1 - ერთადერთი გზა ევროტურნირებისკენ [VIDEO]