ბოლნისის "სიონი" არცთუ ხანმოკლე პაუზის შემდეგ 8 მაისს მშობლიურ ქალაქში ითამაშებს.
პირველი მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და "სიონს" საკმაოდ ძნელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს, თუმცა გამორიცხული არაფერია...
მატჩის წინ მცირე კომენტარი ვთხოვეთ საჩხერის "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს.
- შინ 2:0 მოიგეთ და ალბათ, ფინალში გასვლის უკეთესი შანსიც "ჩიხურას" აქვს...
- კარგია, რომ ორბურთიანი ფორა გვაქვს, მაგრამ ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც არ გვაძლევს. დიდი ბრძოლა გველის
- "ჩიხურა" დანაკლისით ხომ არ ხვდება ამ მატჩს?
- არა, ყველანი ჯანზე გვყავს.
- ალბათ, იცით, რომ "სიონს" არცთუ უმნიშვნელო პრობლემები აქვს ტრავმიანობის მხრივ...
- ირაკლი კლიმიაშვილისა და ლადო ახალაიას არყოფნა მართლაც დანაკლისია "სიონისთვის", ორივე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია.
- სტუმრად თამაშობთ, ორბურთიანი ფორა გაქვთ და ყოველივე აქედან გამომდინარე, "ჩიხურა" ბოლნისში დაცვიდან ითამაშებს?
- ვნახოთ, რა როგორ იქნება, რა შემადგენლობას ავირჩევთ და როგორ განვითარდება მოვლენები მატჩის დროს.
ისე კი, ყრუ დაცვაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებთ, საუკეთესო დაცვა, შესაძლოა, სწორედ შეტევა იყოს.
- დავუშვათ, "ჩიხურა" თასის ფინალში გავიდა და ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა - ასეთ შემთხვევაში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება რამდენად მოსალოდნელია?
- გამოჩნდება იმის საშუალება, რომ გავძლიერდეთ. ამაზე უკვე იყო ლაპარაკი. ევროპალიგაზე თუ გავალთ, თავიც არ უნდა შევირცხვინოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]