გიორგი მანწკავა: ბოლნისში სტადიონი, ალბათ, გაივსება

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს თასის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში, ბოლნისის "სიონი" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.

ბოლნისის "სიონი" არცთუ ხანმოკლე პაუზის შემდეგ 8 მაისს მშობლიურ ქალაქში ითამაშებს.

პირველი მატჩი საჩხერელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა და "სიონს" საკმაოდ ძნელი ამოცანის გადაჭრა მოუწევს, თუმცა გამორიცხული არაფერია...

მატჩის წინ მცირე კომენტარი ბოლნისელთა ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელს, გიორგი მანწკავას ვთხოვეთ.

Sportall.Ge

- რა განწყობით ხვდებით "ჩიხურასთან" საპასუხო შეხვედრას?
- უნდა მოვიგოთ. ფინალში თუ ვერ გავალთ, მეტოქის დამარცხება მაინც უნდა მოვახერხოთ.

- ბოლნისში თამაშობთ, რაც ერთიორად ზრდის "სიონის" შანსებს...
- რა
თქმა უნდა, ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრა ჩვენი უპირატესობით უნდა წარიმართოს.

პირველ შეხვედრაში ბავშვური შეცდომები დავუშვით, უაზრო გოლები გავუშვით, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ...

თუ საპასუხო შეხვედრაში მაინც გაგვიმართლებს, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელი არ იქნება.

- "სიონს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება...
- კლიმიაშვილი და ახალაია წინა შეხვედრაში დაშავდნენ "ბათუმთან". მანამდე ტრავმა მიიღეს და "ჩიხურასთანაც" ვერ ითამაშებენ მინდია ბობღიაშვილი, სერგი ორბელაძე და გიორგი ჩივაძე.

- როგორ ფიქრობ, რამდენი გულშემატკივარი მოვა "სიონი" - "ჩიხურას" მატჩზე?
- სტადიონი, ალბათ, გაივსება. ეს არ არის უბრალო, რიგითი თამაში და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა.

- საკუთარი კედლები, მონდომება - კიდევ რა უნდა დაუპირისპიროს "სიონმა" "ჩიხურას"?
- ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, "ჩიხურას" ჩვენთვის თამაშით პირველ შეხვედრაში არ უჯობნია, საგოლე მომენტები ხომ ჩვენც გვქონდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩიხურა-სიონი 2:0 - მოახლოებული ფინალი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული