საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" ითამაშებენ

AutoSharing Option
8 მაისს საქართველოს თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ჯერ ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და საჩხერის "ჩიხურა" შეხვდნენ. პირველი თამაში "ჩიხურას" 2:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრა დაძაბული გამოდგა, "სიონმა" კოკა მიკუჩაძის (პენალტი) ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა - 1:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ფინალში სოსო ფრუიძის გუნდი გავიდა.

მეორე მატჩი მოგვიანებით გაიმართა. თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. პირველი შეხვედრა რუსთაველებმა 2:1 მოიგეს.

საპასუხო მატჩში დინამოელთა უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც აისახა - 5:0.  ალვარომ (2 გოლი), ჩისკომ, ხმალაძემ და მერებაშვილმა გოლები გაიტანეს.

ფინალი 22 მაისს გაიმართება. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული