ჯერ ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და საჩხერის "ჩიხურა" შეხვდნენ. პირველი თამაში "ჩიხურას" 2:0 ჰქონდა მოგებული. საპასუხო შეხვედრა დაძაბული გამოდგა, "სიონმა" კოკა მიკუჩაძის (პენალტი) ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა - 1:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ფინალში სოსო ფრუიძის გუნდი გავიდა.
მეორე მატჩი მოგვიანებით გაიმართა. თბილისის "დინამომ" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. პირველი შეხვედრა რუსთაველებმა 2:1 მოიგეს.
საპასუხო მატჩში დინამოელთა უპირატესობა აშკარა იყო და ეს ანგარიშშიც აისახა - 5:0. ალვარომ (2 გოლი), ჩისკომ, ხმალაძემ და მერებაშვილმა გოლები გაიტანეს.