საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: თბილისის "დინამომ" არასაფეხბურთო ანგარიშით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
25 სექტემბერს საქართველოს თასის 1/8-ფინალური მატჩები გაიმართა.

ხობის "კოლხეთმა" საქართველოს თასის მფლობელ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით, 0:9 დამარცხდა.

შეხვედრაში გიორგი მიქაბერიძე (2), ჩისკო (2), დარკო გლიშიჩი (2), გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი და პატრიკ ვუო გამოირჩნენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კი ბოლნისის "სიონმა" "ზესტაფონი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. აკაკი მიკუჩაძემ გოლი 85-ე წუთზე პენალტის მეშვეობით გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გორის "დილამ" კი საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" ირაკლი მოდებაძის გოლით დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის 62-ე წუთზე გავიდა.

იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

რუსთავის "მეტალურგმა" ფოთის "კოლხეთი" შინ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "მცხეთა პარკზე" თბილისის "ლოკომოტივი" საჩხერის "ჩიხურასთან" დამარცხდა, საჩხერელებმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს - 0:3.

ლანჩხუთის "გურიამ" სამტრედიაში მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან დუბლი ნიკა საბანაძემ შეასრულა, ხოლო "სპარტაკიდან" ასევე დუბლით ვახტანგ ფანცხავა გამოირჩა.

"შუქურასა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის მატჩი 26 სექტემბერს ქობულეთში, "ჩელე არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
fans ვეთანხმები, კარგი მწვრთნელი არ აწყენდა ამ გუნდს. კარგი კანდიდატურაა, რამხელა წარმატებას მიაღწიეს 17 წლამდელებმა ევროპაზე.
buna
22:42 26-09-2013
0
სირცხვილია არ ეკადრება ხობელებს! რა ფეხბურთელები ყავდა! კაციტაძე,ბაკურაძე,ჩიმაკაძე,გვენცაძე..მე მგონი კაციტაძე ნაკრების მწვრთნელია,იქნებ სთხოვონ და ავარჯიშოს გუნდი..
fani
19:49 25-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული