გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.
"სამტრედიამ" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში 42-ე წუთზე ბექა ტუღუშმა გახსნა, ხოლო 65-ე და 67-ე წუთებზე დუბლი თორნიკე კაპანაძემ შეასრულა და "სამტრედია" დააწინაურა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "ცხინვალისა" და "ვიტ ჯორჯიას" შორის შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. მე-4 წუთზე ნიკა კაჭარავამ მასპინძლები დააწინაურა. მე-9 წუთზე კი სტუმრების ფეხბურთელმა ლევან საბაძემ გაათანაბრა.
რუსთავში "მეტალურგსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები.
დილა-დინამო 0:0
ცხინვალი-ვიტ ჯორჯია 4:5 (2:3)
სამტრედია-ტორპედო 2:1 (0:1)
მეტალურგი-ჩიხურა 0:0
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩები 9 მარტს გაიმართება.