საქართველოს თასის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
9 მარტს საქართველოს თასის გათამაშების 1/4-ფინალის ორი საპასუხო შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ნახევარფინალში საჩხერის "ჩიხურა" და "ცხინვალი" გავიდნენ.

"ჩიხურამ" ივანწმინდაში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა და დამაჯერებლად იმარჯვა - 3:0 (პირველი მატჩი 0:0).

ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე მუმლაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ევგენი ტროიანოვსკიმ (44-ე წუთი) გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში დენის დობროვოლსკიმ 59-ე წუთზე დააფიქსირა.

"ვიტ ჯორჯიასა" და "ცხინვალის" საპასუხო დაპირისპირებაც, პირველის მსგავსად, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა (პირველი მატჩი 4:5).

"მცხეთა პარკზე" გამართულ მატჩში დუბლი რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა
(23-ე, 56-ე წუთები), თითო კი ბიძინა მახარობლიძემ (50) და ირაკლი ლექვთაძემ (70) გაიტანეს. "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 83-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გაიტანა.

1/4-ფინალის საპასუხო კიდევ ორი შეხვედრა, რომელშიც "ტორპედო" ქუთაისში "სამტრედიას" მიიღებს, ხოლო თბილისის "დინამო" - გორის "დილას", მოგვიანებით გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული