დღის ბოლო და მთავარი შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, გორში გამართული ამ გუნდების პირველი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართა ქუთაისში, სადაც "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა. ქუთათურებმა, რომლებსაც სტუმრად გამართულ
დამაჯერებლად ჩაატარეს საპასუხო მატჩები საჩხერის "ჩიხურამ" და "ცხინვალმა".
"ჩიხურამ" ივანწმინდაში რუსთავის "მეტალურგს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში მე-6 წუთზე თორნიკე მუმლაძემ გახსნა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ევგენი ტროიანოვსკიმ (44-ე წუთი) გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში დენის დობროვოლსკიმ 59-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0.
"ვიტ ჯორჯიასა" და "ცხინვალის" საპასუხო დაპირისპირებაც, პირველის მსგავსად, უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ სტუმართა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა (პირველი მატჩი 4:5, "ვიტ ჯორჯიას" სასარგებლოდ).
"მცხეთა პარკზე" გამართულ მატჩში დუბლი რატი ცაცკრიალაშვილმა შეასრულა (23-ე, 56-ე წუთები), თითო კი ბიძინა მახარობლიძემ (50) და ირაკლი ლექვთაძემ (70) გაიტანეს. "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითა - 83-ე წუთზე ირაკლი ღიბრაძემ გაიტანა.