საქართველოს თასი: დიდების ხეივანი და გერმანელი მსაჯები

AutoSharing Option
დღეს, 26 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლებს. საგანგებოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ფინალის დღისთვის, ფეხბურთის ფედერაციამ საზეიმო ღონისძიება დაგეგმა.

"მატჩის შემდეგ გაიმართება ტრადიციული დაჯილდოება, მერე კი ქართული ფეხბურთის ცნობილი და დამსახურებული ადამიანების ხეივანი გაიხსნება.

იქ დაიდგმება იმ თასების ასლები, რომლებიც ჩვენს გუნდებს სხვადასხვა პერიოდში მოუპოვებიათ; გაკეთდა 50 ვარსკვლავი იმ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მოღვაწეებისა, რომლებმაც ქართულ ფეხბურთში დიდი კვალი დატოვეს - პაიჭაძით, ღოღობერიძით დაწყებული, ახალკაცითა და ნორაკიძით გაგრძელებული და არველაძე-კობიაშვილი-კალაძე-ნემსაძის თაობით დამთავრებული.

აქ მხოლოდ დინამოელები არ არიან. ამ
სიას გამოჩენილი კომენტატორების: ეროსი მანჯგალაძის, კოტე მახარაძისა და ბევრი ცნობილი ადამიანის ვარსკვლავიც დაემატება. მინიმუმ, 1000 კაცის ადგილია", - ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა.

საორგანიზაციო საკითხებზე ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ბოკერიას ველაპარაკეთ:

"26 მაისი დასვენების დღეა და იმედია, "მიხეილ მესხზე" ბევრი მაყურებელი შეიკრიბება. სტადიონის კარი გულშემატკივრისთვის 17 საათიდან გაიღება, დასწრება კი უფასოა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ისაა, რომ შეხვედრას ფიფას კატეგორიის მქონე გერმანელი არბიტრები განსჯიან - მარკო ფრიტცი, კრისტიან დიცი და დომინიკ შაალი, მეოთხე არბიტრის რანგში კი მათ გიორგი ყრუაშვილი დაეხმარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული