არმაზ ჯელაძე: "ვიტ ჯორჯიამ" მოძრაობაში გვაჯობა

AutoSharing Option
"მცხეთა პარკზე" "ვიტ ჯორჯიასა" და "სიონს" შორის ფრედ (2:2) დასრულებული პირველი სათასო ნახევარფინალის შემდეგ ბოლნისელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ თამაში და ფინალში თავისი გუნდის გასვლის შანსები შეაფასა.

- ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2 - არმაზის ვა-ბანკი მცხეთაში

მისი თქმით, "სიონის" ფეხბურთელები გადაღლილები არიან, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა.

მიუხედავად ამისა, ჯელაძეს მიაჩნია, რომ მის გუნდს შესწევს ძალა, "ვიტ ჯორჯიის" ბარიერი გადალახოს.

"ვიტ ჯორჯია" ახალგაზრდული გუნდია და ფეხბურთელები მოედანზე ძალიან ბევრს მოძრაობენ. ამ კომპონენტში მეტოქემ ნამდვილად გვაჯობა. ხელი იმანაც შეგვიშალა, რომ ოთხი დღით
ადრე ბათუმის "დინამოსთან" ურთულესი თამაში ჩავატარეთ და ბიჭებს დაღლილობა დაეტყოთ.

მართალია, ანგარიში ჩვენ გავხსენით, მაგრამ ტაიმის მიწურულსა და მეორე ნახევრის დებიუტში შეცდომები დავუშვით, რითიც მეტოქემ ისარგებლა და დაწინაურდა...

რაც შეეხება არჩათვლილ გოლს, ამაზე ვერაფერს გეტყვით მანამ, ვიდრე ჩანაწერს არ ვნახავ...

მადლობა "სიონის" გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ გუნდის გვერდით არიან და გვამხნევებენ.

მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველაფერი ბოლნისში გადაწყდება. ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ შემდგომ ეტაპზე გასასვლელად", - ჯელაძის კომენტარი კლუბის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ბოლნისის "თამაზ სტეფანია" 5 მაისს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული