საქართველოს 2015/16 წლების თასის გათამაშების ფინალისტები ცნობილია

AutoSharing Option
5 მაისს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების საპასუხო 1/2-ფინალური შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც ტიტულისთვის ფინალში იბრძოლებენ.

18 მაისს, ქუთაისის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდებიან.

თბილისის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" სტუმრად ივანწმინდაში გამართულ მატჩშიც მოუგო - 2:1. ანგარიში მასპინძლებმა 31-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძის გოლით გახსნეს. გათანაბრება გიორგი ქვილითაიამ 67-ე წუთზე მოახერხა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი გურულმა ბოლო წუთზე დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "დინამოს" ანგარიშით 3:0 ჰქონდა მოგებული.

დღის მეორე შეხვედრაში, რომელიც ბოლნისში
ჩატარდა, "სიონმა" პირველლიგელ "ვიტ ჯორჯიას" ანგარიშით 3:1 სძლია (პირველი მატჩი 2:2).

ჰეთ თრიქით მასპინძელთა თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი (მე-17, 30-ე და 87-ე წუთებზე) გამოირჩა. "ვეტერინარების" ერთადერთი გოლი კი 67-ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისში ჩასვლა როგორი იქნება დინამოს ეგა საქმე :) სამტრედია და ქუთაისი გაერთიანდება... ჯობდა ფინალში არც გასულიყო დინამო
ნიკა
22:21 05-05-2016
0
სამწუხაროდ, მიუხედავად სიმპათიებისა ჩიხურას მიმართ,დღეს ჩიხურამ ვერ გამოიჩინა მებრძოლი სული და არ ჰქონდა თამაშის ხარისხი,ამიტომაც არ იმსახურებდა ართუ თასის ფინალში გასვლას არამედ გამარჯვებასაც კი.
ჩიხურა, შანსი ევროთასების კიდევ გაქვთ და თუ სასწრაფოდ არ მოუმატეთ ხარისხს, თუ სტაბილურობა არ გექნათ,სირცხვილი იქნება თქვენი იქ ყოფნა.
jango
23:57 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული