საქართველოს თასის ფინალი: გულშემატკივრები ქუთაისისკენ დაიძვრებიან...

AutoSharing Option
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს უმასპინძლებს - 18 მაისს, თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" დასკვნითი სათასო ჯახი 19 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, გუნდები წინასაფინალოდ 17 მაისს ივარჯიშებენ. ქუთაისის ცენტრალური სტადიონის მოედანი ჯერ (19 საათზე) "დინამოს" დაეთმობა, 20 საათზე კი - "სიონს". 19:45 საათზე გუნდების მწვრთნელები, იურაი იარაბეკი და არმაზ ჯელაძე მატჩისწინა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. შევიტყვეთ ასევე ისიც, რომ ბოლნისის
მერია გულშემატკივრებს ავტობუსებს გამოუყოფს. "რამაზ შენგელიაზე" გასამართავ ფინალურ ბრძოლაზე დასასწრებად გამგზავრებას "სიონის" 600-მდე მხარდამჭერი აპირებს.

გარდა ამისა, ფინალის თბილისიდან ქუთაისში გადატანამ დასავლეთ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია და იმედია, მატჩს არანაკლები მაყურებელი ეყოლება, ვიდრე 2003 წელს ამავე გუნდების ფინალურ დაპირისპირებას, როცა სტადიონზე 23 ათასი მაყურებელი შეიკრიბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
"ლელოსთვის" ცნობილი გახდა, რომ მატჩისთვის გულშემატკივრებიც ემზადებიან. ცხადია, ქუთაისისკენ "დინამოს" ყველა ნამდვილი გულშემატკივარი დაიძვრება. ----------აბა ჭედვა იქნება ტორპედოს სტადიონზე დინამოელთა აურაცხელი ამალისა, მთელი 137 გულშემატკივარი დინამოსი, სად დაეტევა ამხელა ამალა ა? :) :)

ცუდი ამ ყველაფერში ის არის რომ დინამოს მიერ თასის მოგება არავის უნდა, მაგრამ სიონი ვერ არის იმ კონდიცია- სტაბილურობის კლუბი რომ უკეთ წარმოჩნდეს ევსროსარბიელზე ვიდრე ჩიხურა.

ცხადი ერთია, რომ სტადიონზე მოსული ქუთაისელი და სხვა მაყურებლების უდიდესი ნაწილი სიონის გულშემატკივარი იქნება.

Guadua
12:36 17-05-2016
0
რომ წერ იმაზე ნაკლები არ იქნება 2003-ში რომ იყოო(23000), იცი, რომ ქუთაისის სტადიონი , ისე დააპატარავეს, რომ იქ უკვე 12000 მაყურებელზე მეტი აღარ ეტევა???
გიორგი
12:46 17-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული