ლევან კობიაშვილი: რეგიონებში სხვა მნიშვნელოვან მატჩებსაც ჩავატარებთ

AutoSharing Option
18 მაისს გამართული საქართველოს თასის ფინალის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

ჩანს, ის კმაყოფილია თასის დასკვნითი მატჩის დედაქალაქიდან გადატანით და ფედერაცია ამ პრაქტიკაზე ხელის აღებას არც მომავალში აპირებს:

"ერთმანეთის წინაშე ორი ღირსეული გუნდი წარდგა. "სიონმა" ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მთელი სეზონის განმავლობაში, იმ საშუალებით, რაც ამ კლუბს გააჩნია, მართლაც ღირსეული სეზონი ჩაატარა და თასის ფინალამდეც დამსახურებულად მივიდა. მართალია, მთავარ მატჩში დამარცხდა,
მაგრამ მიმაჩნია, რომ ბოლნისური გუნდი სწორ გზაზეა და მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ...

რაც შეეხება მატჩის სანახაობრივ მხარეს, ფინალში გახსნილი თამაში არც იყო მოსალოდნელი. ასეთ დროს გუნდები არ რისკავენ. აქედან გამომდინარე, "დინამოც" და "სიონიც" ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები შანსი მიეცათ ერთმანეთისთვის.

ეს ატმოსფერო, რაც ქუთაისში ფინალის დროს იყო, გვაძლევს იმედს, რომ სწორი გზით მივდივართ და რაღაც პერიოდის შემდეგ უფრო ძლიერი და განვითარებული ფეხბურთი გვექნება.

ჩვენ ამ წამოწყებას გავაგრძელებთ და რეგიონებში, სადაც კი ინფრასტრუქტურა საშუალებას მოგვცემს, სხვა მნიშვნელოვან მატჩებსაც ჩავატარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ლევან ბათუმში სად ჩაატარებთ ასეთ თამაშაბებს?
ლაშა
13:28 19-05-2016
0
განათება გვეღირსება გორს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული