რომან ფიფია: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბოლნისის "სიონთან" (1:0) საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- დინამო (თბ)-სიონი 1:0 - 13 თასი და 10 დუბლი [VIDEO+PHOTO]

"ძვირფასო გულშემატკივრებო! მსურს გულითადად მოგილოცოთ "დინამო" თბილისის წარმატება განვლილ საფეხბურთო სეზონში.

კლუბმა ღირსეულად შეასრულა შიდა არენაზე დასახული მიზნები - მოიპოვა რა ქვეყნის ჩემპიონის და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელის ტიტულები.

ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს.

მჯერა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მოსალოდნელი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად აისახება "დინამოს" წინსვლასა და განვითარებაზე.

ძლიერი "დინამო"
კი ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი", - განაცხადა ფიფიამ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე-3 დღეა მატჩის ანალიზი და გუნდების შემადგენლობები არ გვაღირსეს,რა არაპროფესიონალიზმია.ვინ არის ამბის მომკითხავი,ლამის კომუნისტები მოგანატრონ.ძალიან სუსტია ქართული სპორტული ჟურნალისტიკა,რა ვქნა ასე სჩანს გარედან.
vaxvax
20 მაისი 2016 11:27
0
თასი კი მოიგეთ, მაგრამ ფეხბურთი არ გითამაშიათ. ეს იყო "სვარკა" და ასეთი"დინამო" ისეთივე სამარცხვინოდ გამოვარდება ევროპის თასებიდან როგორც ყაზახებმა გამოგაბუნძულეს. ამ "პირობით' ტიტულებს არ ჯობია ნამდვილი გუნდი შექმნა და ერთი ორი წრე მაინც გაიარო ევროთასებზე. შენთვის ალბათ ბიზნესია "დინამო", ხოლო ქართველებისთვის ლამის საფიცარი ხატი იყო და ნუ გააფარჩაკე ეს სახელი, ეს არც "არარატი" და არც "ნეფთჩია" ამ გუნდს დიდი ისტორია აქვს და იმედია ამ ისტორიას არ ჩააფურთხებ საბოლოოდ. ერთადერთი სასიამოვნო ფაქტი რაც იყო იაშკას ჩემპიონობა და თასია, რადგანაც მან დაიმსახურა ყველაფერი საუკეთესო თავისი განვლილი კარიერით. ის ყოველთვის იყო თავდადებული და პატიოსანი ფეხბურთელიც და მამულიშვილიც.
........
20 მაისი 2016 00:12
0
გარდაცვლილი ძმაკაცის კლუბს არ უხდი კომპენსაციას რაც ეკუთვნის და შენ საერთოდ რაზე საუბრობ
gio
19 მაისი 2016 23:41
0
ვინც "დინამოს' დაჩოქებას შესძლენს ეს ისევ "ტორპედო" იქნება და ეს პერიოდი მალე დადგება !
glaxo
19 მაისი 2016 22:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული