სენსაცია: "მერანმა" თასის ნახევარფინალში "ჩიხურას" მოუგო

AutoSharing Option
2 ნოემბერს მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

პირველლიგელმა "მერანმა" უმაღლესლიგელ საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

35-ე წუთზე ანგარიში ზვიად ქანთარიამ გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე აკაკი წყაროზიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ლევან წოწონავამ დაუსვა - 3:0.

მარტვილის "მერანი" თასის ფინალში თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი "დინამო არენაზე" მოგვიანებით დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გარიგებული ტამასჰი.
ბაჯო
18:21 02-11-2016
0
აკი გარიგებულ თამაშებს ებრძვის ფედერაციაო? სად არის კობიაშვილის რეფორმა? სამარცხვინო არის ეს ყველაფერი.
ლუკა
18:26 02-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული