საქართველოს თასის ფინალური წყვილი გაირკვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ანგარიშის გახსნა "ტორპედომ" მე-19 წუთზე მოახერხა. ვაჟა ტაბატაძემ შორიდან უძლიერესად დაარტყა და ნუკრი რევიშვილი უძლური აღმოჩნდა. "დინამომ" 30-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, ჯაბა ჯიღაურმა "მაკრატელათი" შეაგდო. ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში "ტორპედო" ანგარიშში მეორედ გიორგი ქიმაძემ დააწინაურა.

62-ე წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და გაათანაბრა, თუმცა ქუთაისელები ამაზე არ გაჩერებულან და ერთ წუთში გრიგოლ დოლიძემ გამარჯვების გოლი შეაგდო - 2:3,
"ტორპედოს" სასარგებლოდ.

79-ე წუთზე "დინამო" კაცნაკლული დარჩა, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ლადო დვალიშვილი გააძევა. საბოლოოდ "ტორპედომ" გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "ტორპედო" პირველლიგელ მარტვილის "მერანს" შეხვდება, რომელმაც საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო.

საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
2 ნოემბერი. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:3
გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63).
დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი (მიქელთაძე,56), ამისულაშვილი (კაპ), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია,60), ჯიღაური, ველევი
სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, თევზაძე, ლილუაშვილი, ხუბუტია
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე, 62), კაპანაძე (ნერგაძე, 90), დოლიძე (ბენაშვილი, 85), ტუღუში.
სათადარიგოები: მამუკა ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე
მთ.მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), ფალავანდიშვილი (45), კიტეიშვილი (74), ქიმაძე (76), ჭანტურიშვილი (83), ტაბატაძე (83)
გაძევება: დვალიშვილი (81)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 18 /
თასის ფინალი ზესტაფონშია
გოგი-ს
03 ნოემბერი 2016 17:18
0
კარგი ვაწაძე
გოგი
03 ნოემბერი 2016 16:41
0
ტორპედო პრაკტიკულად თავდასხმელის გარეშე თამაშობს, ვინც ირიცხება გუნდში სასარგებლო არ მოაქვს,და მათი იმედი მიზერული მაქვს.
გოგი ქუთაისელი
03 ნოემბერი 2016 16:39
0
თუ ტორპედოს ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ კარცი იქნება. მარტვილში ცუდი საფარია, ძნელია იქ თამაში. ტორპედოს მამებს დროზე უნდა მოეყვანათ გუნდში ვაცაძე ან მარცვალაძე.
გოგი ქუთაისელი
03 ნოემბერი 2016 16:31
0
მერანს წარმატებას ვუსურვებ მაგრამ რა უნდა ევრო თასებზე სირცცხვილია:) ამიტომ მაინც ტორპედო ალბათ, სტადიონი და ბაზა მაინც აქვთ:)
basko
03 ნოემბერი 2016 14:41
0
ვულოცავ ტორპედოს ფინალში გასვლას მაგრამ მერანს ვერ მოუგებს, მერანი ტორპედოს ყოველთვის უგებს
ილია
03 ნოემბერი 2016 01:39
0
ძალიან გამიხარდა ტორპედოს გასვლა მაგრამ ამავე დროს ვიტყოდი რომ დინამოს დაცვა არის კატასტროფა
არჩილი
02 ნოემბერი 2016 23:40
0
რა იყო რა დავწერე ასეთი? ტორპედოს მივულოცე გამარჯვება 3 საათის უკან, რატო არ აქვეყნებთ? რა ცენზურაა ვერ გავიგე?
o
02 ნოემბერი 2016 23:06
0
ყოჩაღ ტორპედოს! ითამაშეს ბოლომდე და მოიგეს დამსახურებულად. დინამოზე ლაპარაკიც არ ღირს. მეპატრონე ალბათ ახალ კრეატივებს შემოგვთავაზებს ამჯერად მოზამბიკელი ლეგიონერებით
გგგ
02 ნოემბერი 2016 22:17
0
უჩა და ამისა მაგარი დუეტი როა დაცვაში მაგის ბრალია. ნაკრებშიც გამოიძახონ. ვულოცავ ტორპედოს გასვლას. ესეთ დინამოს ადგილი პირველი ლიგაა.
rusi
02 ნოემბერი 2016 21:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული