- ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის მფლობელია
"პირველი ტაიმი ჩვენბი უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც აისახა. რატომღაც ვიფიქრეთ, რომ მატჩი უკვე მოგებული გვქონდა, თუმცა მეტოქემ სხვაობა შეამცირა, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და მადლობა უფალს, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდა.
ის, რომ დღეს ტიტული მოვიპოვეთ, ფეხბურთელების დიდი დამსახურებაა - ყველაფერში წვლილი მათ მიუძღვნით. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის ფეხბურთელებს ყველაფრისთვის", - განაცხადა ჩხეტიანმა.