ოლიჩს ევროპაზე გერმანია უნდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების თავდამსხმელმა ივიცმა ოლიჩმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ ტურნირის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ გერმანიას ისურვებდა.

"ლოგიკურად, გერმანიასთან შეხვედრა არ უნდა მინდოდეს, რადგან ბუნდესგუნდი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია, რომელიც დარწმუნებული ვარ, ზაფხულშიც იდეალურ ფორმაში იქნება, მაგრამ მე სწორედ ასეთ გუნდებთან მინდა თამაში და დიდ ტურნირებსაც ხიბლი სწორედ მაშინ აქვს, როცა საუკეთესოებს ეთამაშები," - განაცახადა 32 წლის ოლიჩმა თურქეთთან მატჩის (0:0) შემდეგ, რომლის შედეგად ხორვატიის ნაკრებმა ევრო 2012-ის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოლიჩს მიუნხენის
"ბაიერნში" იშვიათად ათამაშებენ, რის გამოც ის რეკორდმაისტერიდან აბარგებაზეც ფიქრობს, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი ივიცას მაინც ენდობა, რაც გამოცდილ თავდამსხმელს ძალიან ახარებს.

"ბილიჩს დიდ მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა, მაინც მენდობა. დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და მან ჩემი შესაძლებლობები იცის. ალბათ ამიტომაც მენდობა, მე კი მიხარია, რომ იმედებს არ ვუცრუებ," - ახადებს ოლიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული